როგორ მოვიქცეთ სახსრების დაავადების დროს (ხალხური რჩევები) - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ სახსრების დაავადების დროს (ხალხური რჩევები)

 

გვირილას ან ფარსმანდუკის ყვავილი დააყენეთ, მოხარშეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.

 

მაყვალის ფოთლები დანაყეთ, აურიეთ ძმარში. გააჩერეთ რამდენიმე საათი და დაიდეთ სახსარზე.

 

ვირისტეფრას ფოთლები თეთრი მხრიდან დაიდეთ მტკივან ადგილზე და შეიხვიეთ.

 

კრაზანას სპირტიანი ნაყენის (10გრ ბალახს დაასხით 200გრ ნაყენი.) 30 წვეთი მიიღეთ წყლით დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

 

შეგიძლიათ კრაზანას ზეთიც დაამზადოთ. 20 გრამი ნედლ ყვავილს დაასხით 200 გრამი მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი. 2 კვირა დადგით.შემდეგ გადაწურეთ და დილა-საღამოს დაიზილეთ მტკივნეული ადგილი.

 

ჭიქანახევარ ბოლოკის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი და 1 ჩაის კოვზი მარილი. აურიეთ კარგად და გაიკეთეთ საფენები დილა-საღამოს.

 

ერთ ლიტრა წყალში მოხარშეთ 1 მუჭა წაბლი ქერქებით. თბილ წვენში ჩაყავით თითები.

 

აიღეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. შეურიეთ ერთმანეთს. წაუსვით კომბოსტოს ფოთოლზე და დაიმაგრეთ მტკივნეულ ადგილზე.

 

იასამნის ყვავილს დაასხით 40 გრადუსიანი სპირტი. 10 დღე ვბეში დადგით. მიიღეთ დღეში 3 ჯრ 30 წვეთი. ამასთანავე დაიზილეთ დაგაიკეთეთ კომპრესები. მკურნალობის ეს მეთოდი ასევე წანაზარდებსაც შველის.

 

ოცი ცალი დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 300 გრამი ზეითუნის ზეთში. გააჩერეთ სიბნელეში 10 დღის მანძილზე. მოცემული ვადის გასვლსი შემდეგ დაიზილეთ მისით მტკივნეული ადგილები.