როგორ მოვიშოროთ ჭორფლები (ხალხური მეთოდებით) - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ ჭორფლები (ხალხური მეთოდებით)

 

ნატურალური წვენები ნათლად გამოკვეთილი, მაგრამ ამავდროულად დელიკატურად მათეთრებელი ეფექტი აქვს ისეთ ნატურალურ საშუალებებს, როგორებიცაა ლიმონი, კიტრი და გრეიფრუტი. ნივთიერებები, რომლებსაც ეს მცენარეები შეიცავენ აღწევენ კანის ღრმა ფენებში და აქტიურად ამჟავებენ მუქ პიგმენტებს, რითაც იწვევენ კანის გათეთრებას. ჭორფლების ამოსაყვანად მათი გამოყენება შეიძლება ნიღაბის სახით.

 

ბაბუაწვერას ნაყენი ჭორფლების მოშორებაში დაგეხმარებათ ბაბუაწვერას ნაყენი. ერთ მუჭა ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. მას შემდეგ რაც სითხე დაგრილდება, გაწურეთ იგი მარლას საშუალებით. ჭორფლების გაჩენის ადგილზე წაისვით ნაყენში დასველებული ბამბის დოლბანდი.

 

ტკბილის წიწაკის ნიღაბი ტკბილი წიწაკა მდიდარია С ვიტამინით, მაგრამ ჭორფლების მოშორებაში ვერ დაგეხმარებათ, სამაგიეროდ მისცემს მათ გაცილებით ღია შეფერილობას. საშუალო ზომის ცინცხალი წიწაკა გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. მიღებული ფაფა წაისვით სახეზე. გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

 

კიტრის თესლის ნაყენი ჭორფლების მოსაშორებლად ოდითგანვე ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა კითრის თესლისგან დამზადებული ნაყენი. თესლს დაასხით წყალი ან 40%-იანი სპირტი, პროპორციით 1:10. დატოვეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ ალგილზე და შემდეგ გაწურეთ. გამოყენების წინ აუცილებელია ნაყენის წყალში გაზავება, პროპორციით 1:10. ყოველდღიურად ნაყენში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ სახე. პროცედურა გააგრძელეთ სასურველი ეფექტის მიღებამდე.