როგორ შევარჩიოთ ელექტრო საპარსი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ელექტრო საპარსი

 

საპარსი სისტემები ტიპები იყიდება ელექტროსაპარსების 2 ტიპი: მბრუნავი (როტორული) და ბადისებური (მერყევი) საპარსები. როტორული საპარსები მუშაობს მრგვალი მბრუნავი დანების საშუალებით, რომლებიც დამონტაჟებულია საპარსის სპეციალურ თავებში. ასეთი ტიპის ელექტრო საპარსი განკუთვნილია არათანაბარ, მოკლე და ხშირ წვერზე, ის უზრუნველყოფს შესანიშნავ სუფთა პარსვას, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. ბადისებური საპარსები წვერს ვიბრირებადი სამართებლების საშუალებით პარსავენ, რომლებიც დაფარულია მეტალისებური, წვერის დამჭერი ბადეებით. ითვლება, რომ ასეთი ტიპის სამართებლები შესანიშნავად უმკლავდებიან გრძელ წვერს და ასევე შეეფერებიან მგრძნობიარე სახის კანის მქონე მამაკაცებს. ბოლო თვისება იზრუნველყოფა ბადის საშუალებით, რომელიც იცავს კანს დაზიანებისაგან. გაითვალისწინეთ, რომ ბადის სისქეს აქვს დიდი მნიშვნელობა: რაც უფრო თხელია, მით უფრო ხარისხიანია პარსვა. ზოგიერთი მწარმოებელი ფარავენ ბადეს სპეციალური შენადნობით, რაც უზრუნველყოფს გაღიზიანებისგან დაცვასა და მსუბუქ სრიალს. უმაღლესი ხარისხის ელექტრო საპარსები ინტერნეტ მაღაზიისგან Be.ge. პოპულარულია მოსაზრება, რომ უკეთესად პარსავს როტორული საპარსი, ხოლო ბადისებური უკეთ იცავს კანს.

 

საპარსი თავების რაოდენობა პარსვის სისწრაფე და ხარისხი დამოკიდებულია არა მარტო ელექტრო საპარსის ხარისხზე, არამედ საპარსი თავების რაოდენობაზეც: რაც უფრო მეტია, მით უფრო სწრაფად და ხარისხიანად სრულდება პარსვის პროცესი. როტორული საპარსი სისტემები ჩვეულებრივ არიჭურვებიან 2-3 თავით, ბადისებურები 1-დან 4-მდე. ბადისებურების მოდელების სამმაგი სისტემა ჩვეულებრივ შედგება ორი თავისა და ცენტრალური ტრიმერისგან. ოთხთავიან ელექტროსაპარსებში სამმაგი სტანდარტული საპარსი სისტემის გარდა არის დამატებითი ბადე, რომელიც უზრუნველყოფს უფრო რბილ პარსვას.

 

საპარსი თავების მოძრაობისუნარიანობა ელექტროსაპარსში არსებულ მოძრავ თავებს ზოგჯერ მოცურავე თავებს უწოდებენ. მათი საშუალებით იზრუნველყოფა უფრო ხარისხიანი და კომფორტული პარსვა, ვინაიდან საპარსი თავები მარტივად იმეორებენ სახის კონტურებს, რითაც კარგად აღწევენ ყველაზე რთულადმისადგომ ადგილებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან კომფორტულია, როცა მოცურავე თავებს შეუძლიათ ყველა მიმართულებით გადაადგილება.

 

პარსვის ტიპი ყველაზე მოსახერხებელ და უნივერსალურ მოდელებად ითვლება ის საპარსი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც მშრალ, ისე სველ პარსვას. ზოგჯერ როტორული საპარსებიც კი შეიძლება გამოიყენოს მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცმა სველი პარსვის დროს. მშრალი პარსვა უფრო ხშირად რთულ სიტუაციებში გამოიყენება (მაგ. მატარებლებში, ავტომოგზაურობისას). სახლის პირობებში მუდმივი გამოყენებისათვის შეიძინეთ ის საპარსი, რმელსაც ექნება სველი პარსვის შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ საპარსი კრემი ან გელი. რა თქმა უნდა, ასეთ მოდელს შეუძლია იმუშაოს მშრალ რეჟიმშიც. იმ ელექტრო საპარსის უპირატესობა, რომელსაც შეუძლია სველი პარსვის შესრულება, არის გაწმენდის სიმარტივე. საკმარისია სისტემის წყლის ჭავლის ქვეშ გატარება. გარდა ამისა, ზოგიერთი მოდელი შეიძლება აღჭურვილი იყოს ლოსიონის ან გელის დოზატორით.

 

ტრიმერის არსებობა მათთვის, ვინც ატარებს ულვაშებს ან წვერს უკეთესი იქნება, თი შეიძენს ტრიმერიან ელექტრო საპარსს. ეს მოწყობილობა შეჭრის და შეასწორებს თმებისა და წვერის სიგრძეს. თანამედროვე ელექტრო საპარსების მწარმოებლებმა იზრუნეს იმაზე, რომ ტრიმერიანი მოდელების საკმაოდ დიდი არჩევანი ყოფილიყო ბაზარზე. ბადისებურ საპარსში ტრიმერი გვხვდება როგორც მცურავი, ასევე ჩამონტაჟებული, უძრავი ან მოძრავი. [i]მცურავი ტრიმერი[/i] შეჭრის დროს იმეორებს სახის კონტურებს. ბადისებურ საპარსებში [i]ჩამონტაჟებული ტრიმერი[/i] წარმოადგენს დამატებით სამართებელს, რომელიც დაყენებულია ორი ბადის საპარსს შორის. [i]მოძრავი ტრიმერი[/i] - ეს არის განცალკევებული დანა, რომელიც საშუალებას გაძლევთ წესრიგში მოიყვანოთ საკუთარი წვერი და ულვაშები, ასევე ჭრის თმებს. თუ თქვენ წვერს მუდმივად ატარებთ, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ მოძრავ ტრიმერიანი საპარსი, რომელსაც ექნება თმებისა სიგრძის შეცვლის შესაძლებლობა.

 

კვების წყარო საპარსი სისტემის არჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რაზე მუშაობს საპარსი: ელექტრო ქსელზე თუ აკუმულატოზე ან შეიძლება ორივეს შეთავსებით. ეს უკანასკნელი ვარიანტი ყველაზე მოსახერხებელია. აკუმულატორები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დატენვის სისწრაფითა და ტევადობით. რაც უფრო მეტია მოცულობა, მით უფრო ნაკლებია დატენვის სისწრაფე. ეს ვარიანტი ხელსაყრელია მომხმარებლისათვის, მაგრამ ასეთი ტიპის საპარსები შედარებით უფრო ძვირი ღირს. ძალიან მოსახერხებელია აკუმულატორის სწრაფად დატენვის ფუნქცია, განსაკუთრებით მაშინ როცა არ გაქვთ ლოდინის დროს, 5-10 წუთში საპარსი დაიტენება პარსვის 1 ციკლზე. აკუმულატორის დატენვა, როგორც წესი, ხდება ელექტრო კაბელის ან სპეციალური დასადგამის დახმარებით, ასევე გვხვდება ისეთი მოდელებიც, რომლებსაც გააჩნიათ ავტომობილში დატენვის ფუნქცია. საშუალოდ დატენვის სიჩქარე შეადგენს 40-60 წუთს, ხოლო ზოგიერთი ელექტრო საპარსი 8 საათს იტენება. მოდელები, რომლებიც არჭურვილია ძაბვის ავტომატური შეთავსების ფუნქციით, შეგიძლიათ თან წაიღოთ მოგზაურობებსა და გამოიყენოთ სხვა ქვეყნებში.

 

ელექტრო საპარსის ინფორმატიულობა ყურადღება მიაციეთ ელექტრო საპარსის მოდელებს თხევად-კრისტალური დისპლეით, რომლებზეც ასახულია ინფორმაცია თავად საპარსის მდგომარეობის შესახებ. მაგალითად, გამოაქვს ინფორმაცია თავის გაწმენდის ან აკუმულატორის დატენვის საჭიროების შესახებ. დისპლეი მოსახერხებელია გამოსაყენებლად, მაგრამ მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ფასზე. თხევად-კრისტალური დისპლეის ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს აკუმულატორის მდგომარეიობის მაჩვენებელი ინდიკატორი.

 

გაწმენდის სისტემა არსებობს ელექტრო საპარსების მოდელები, რომლებიც აღჭურვილია თვითგაწმენდის სისტემით, რაც ანაცვლებს ხელით წმენდის აუცილებლობას. ჩვეულებრივ ეს ფუნქცია, გარდა წმენდისა, ახორციელებს გაშრობას, ასევე ტენის აკუმულატორს და ფორმაში მოყავს საპარსი. ეს ყველაფერი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოწყობილობის ფასზე.

 

ელექტრო საპარსის მოხერხებულობა ელექტრო საპარსის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სახელური ფორმას და მის მოხერხებულობას, დიზაინს, ასევე ჩართვა/გამორთვის ღილაკების მოსახერხებელ მდებარეობას. და რაც მთავარია, მოწყობილობა უნდა შეესაბამედობეს თქვენს გემოცნებას.

 

საჭირო ფუნქციები მთავარ ზეგავლენას ელექრო საპარსის ფასზე ახდენენ ფუნქციები, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ცხოვრებას. მაგალითად, რაც უფრო მეტია საპარსი თავი, მით უფრო სწრაფად და სუფთად მიმდინარეობს პარსვა. ხარისხიანი და იდეალურად სუფთა პარსვა იზრუნველყოფა მცურავი საპარსი თავის დახმარებით. დღესდღეობით მოდაშია მსუბუქი მოხდენილი გაუპარსავობა. მოვლილ სახეს თქვენ სამი დღის გაუპარსავ წვერს მისცემს ტრიმერი. თუ თქვენ ბევრს მოგზაუვრობთ, მაშინ სასურველია, რომ ძაბვის გადრთვა იყოს ავტომატური. ტურბოგაწმენდის სისტემა იძლევა საპარსის სწრაფად გასუფთავების საშუალებას (თუ ასეთი ფუნქცია არ არის, მაშინ ასეთი საქმიანობა საკმაოდ მოსაბეზრებელი იქნება). ჯობს უარი თქვათ ისეთი ელექტრო საპარსის შეძენაზე, რომლის აკუმულატორი დამზადებულია ნიკელისგან, ვინაიდან არ შეიძლება მისი ზედმეტად დატენვა ან ბოლომდე დაცლა. აუცილებლად მოისმინეთ, თუ როგორ მუშაობს ელექტრო საპარსი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენს ყურებს სიამოვნება მიანიჭოს საპარსის მაღალ ხმაზე მომუშავე ძრავამ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ დანახარჯებზე, ისეთებზე როგორიცაა დანები, თავები, აკუმულატორები და ბადეები, ასევე მათი ვარგისიამობის ვადებს. თხევად-კრისტალური ეკრანის არსებობს, ერგონომიული დიზაინი, ინდიკაციის მრავალი პარამეტრი, კორპუსის გამძლე მატერია, პარსვის ინდივიდუალური რეჟიმების არსებობა და სხვა მნიშვნელოვნად მოქმედებენ ფასზე. მოიფიქრეთ, ჩამოთვლილებიდან რომელი ფუნქციები გჭირდებათ. თუ თქვენ წვერს მხოლოდ სახლში იპარსავთ, ნუ დახარჯავთ ფულს ელექტრო საპარსზე, რომელსაც აქვს ძაბვის ავტომატურად გადართვის ფუნქცია. და პირიქით, ძვირადღირებული საპარსის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ აკუმულატორის დიდ მოცულობასა და დატენვის სისწრაფეს. თუ თქვენ დიდხანს გიწევთ ყოფნა ავტომობილში, მაშინ შეიძინეთ ელექტრო საპარსი, რომელსაც ექნება ავტომობილში დატენვის ფუნქცია. ეს საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დილის ძილის ძვირფასი წუთები და წვერი საცობებში და გრძელ მოგზაურობებში გაიპარსოთ.