როგორ გადავიყვანოთ Word-ის ფაილი PDF-ში (პროგრამის გარეშე)

არსებობს არაერთი საიტი და პროგრამა, რომელთა დახმარებითაც თქვენ შეძლებთ .doc ფორმატის ფაილის .pdf ფორმატში მარტივად გადაყვანას, მაგრამ ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხერხს, რომლის გამოყენებისათვის MS Word-ს გარდა არაფერია საჭირო. პროცესი საკმაოდ მარტივია და ორი მოქმედებისაგან შედგება.
საფეხურები
- 1 ფაილში შესასრულებელი ცვლილებების შეტანის შემდეგ დააჭირეთ ეკრანის მარცხენა ზედა კუთხეში მდებარე მაიკროსოფტის ლოგოიან ღილაკს (Office Button), ჩამოშლილ მენიუში კი კურსორი მიიტანეთ Save As-თან მდებარე ღილაკს. გამოსლ მენიუში კი დააჭირეთ ღილაკს PDF or XPS
- 2 პირველი საფეხურის შესრულების შემდეგ გაიხსნება თქვენთვის კარგად ცნობილი შენახვის ფანჯარა, რომელშიც ფაილის სასურველი სახელის მითითების შემდეგ Publish ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეძლებთ მოცემული დოკუმენტის .pdf გაფართოებაში შენახვას.