როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული - rogor.ge

როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული

 

იფიქრეთ პოზიტიურად ყოველთვის და ყველაფერში ეძებეთ დადებითი მომენტები. მაშინაც კი, თუ იმყოფებით დიდი პრობლემის წინაში, მაშინვე დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაძლიოთ არსებული ვითარება და წაიწიოთ წინ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კრიზისი - ეს არის შავი ზოლი, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე გამოჩნდება სწრაფი განვითარების საშუალო.

 

გააანალიზეთ საკუთარი შეცდომები არასდროს არ მიიღოთ შეცდომა როგორც წარუმატებლობა - მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეთ ისე, რომ თითოეული მათგანი თქვენთვის იქცეს გაკვეთილად, რომელიც ცხოვრებამ ჩაგიტარათ. ის, ვისაც არ შეუძლია საკუთარ შეცდომებზე სწავლა, ვერასდროს იშოვის დიდი რაოდენობით ფულს.

 

გაუფრთხილდით დახარჯულ დროს ბრაიან კოზლოვის წიგნში "365 მეთოდი როგორ გავხდეთ მილიონერი" წერია: " მილიონერი - არის ის, ვინც ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს". ჩემი აზრით ეს ძალიან სწორი შეხედულებაა. ამიტომაც არ გაფლანგოთ საკუთარი დრო უაზროდ, მუდმივად იმოქმედეთ. გამოთქმა "არ გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია" უნდა იქცეს უმთავრეს პრინციპად მისთვის, ვისაც სურს დიდი კაპიტალის ფლობა.

 

დაგეგმეთ ყველა მოქმედება შეიმუშავეთ გენერალური გეგმა, რომელშიც დაწვრილებით აღწერთ მიზნისაკენ მიმავალ თითოეულ ეტაპს. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მიჰყევით ამ გეგმას. მისგან გადახვევა - ნიშნავს დროისა და ფულის დაკარგვას.

 

იყავით თავდაჯერებული საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და შეცდომის დაშვების შიში - წარუმატებელი ხალხის ხვედრია. არ შეუშინდეთ რისკის გაწევას, თუ ხედავთ, რომ ამის მიზეზი ნამდვილად ღირებულია. ვინაიდან ჯილდოს მიღების ყველაზე დიდი შანსი სწორედ იმას აქვს, ვინც რისკავს.

 

სიახლე და პირველობა ეძიეთ ფულის ინვესტირების და ინოვაციების დანერგვის ნებისმიერი შესაძლებლობა. იმარჯვებს ის, ვინც მოქმედებს ყველაზე სწრაფად. მას, ვისაც სურს მილიონერობა, არ უნდა იყოს პრობლემა ახალი წარმოების გაშვება ან პროდუქტის წარმოება - თუ გსურთ კონკურენტების უკან ჩამოტოვება, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეთ დაგეგმილი და შეგეძლოთ შანსის მომენტალური გამოყენება.