როგორ დავიწყოთ ფლირტი - rogor.ge

როგორ დავიწყოთ ფლირტი

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიარულის მანერას. არ ღირს "თავქუდმოგლეჯილი" სირბილი მაშინაც კი, თუ სადმე გაგვიანდებათ. გადაადგილდით ნელა და მოხდენილად, თეძოების რხევით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს უკან რამდენიმე ბიჭი მოდის, რომელთა შორისაც არის თქვენი იდეალი. თქვენი აზრით, გადაწყვეტს თუ არა იგი თქვენს გასაცნობად მოსვლას, თუ დაინახავს, რომ სადღაც გარბიხართ? ყურადღება მიაქციეთ დგომის პოზას და შეეცადეთ, რომ ხერხემალი გამართოთ. გარკვეული ხნის შემდეგ, ვარჯიშის შედეგად თქვენ მიიღებთ იდეალურ სიარულის მანერას.

ისწავლეთ "თვალებიდან სროლა". მზერის მიპყრობის მაცდური, სწორად შესრულებული მოქმედება შეძლებს მიიქციოს ნებისმიერი მამაკაცის ყურადღება. უბრალო შეხედეთ მას თვალებში, გაიღიმეთ და ნელ-ნელა გადაიტანეთ თქვენი მერა მის ტუჩებზე ან კისერზე. მთავარია, რომ ამის შემდეგ თავმდაბლად ჩამოუშვათ თვალები, თითქოს თქვენ არაფერ შუაში ხართ. ასეთი მოქმედების რამდენჯერზე გამეორება ზრდის ეფექტს.

ფლირტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამოსაუბრის მოსმენა. ბიჭთან საუბრის დროს წამოჭერით ისეთი თემები, რომლებიც მისთვის საინტერო იქნება. არასდროს შეაწყვეტინოთ, შეეცადეთ განავითაროთ საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოგეწონებათ მოცემული საუბრის მიმდინარეობა, ფრთხილად მიეცით მას მიმართულება ისე, რომ სალაპარაკო თემა შეიცვალოს თქვენი ინტერესის მიხედვით.

მამაკაცთან მიმართვის დროს აუცლებლად გაიღიმეთ. რაც უფრო იდუმალი, მორიდებული და გულწრფელი იქნება თქვენი ღიმილი, მით უფრო სწრაფად დაინტერესდება ბიჭი თქვენით. მიაქციეთ ყურადღება, რომ ღიმილში აისახება თქვენი აზრები. სცადეთ გაუღიმოთ მას და ამავდროულად წარმოიდგინოთ, როგორ ჰკოცნით მას. მიღებული შედეგი სასიამოვნოთ გაგაოცებთ და გაგახარებთ.

არ დაგავიწყდეთ შეხების შესახებ, ისინი უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. რთიერთობის დროს მსუბუქად შეეეთ მის მარჯვენა ხელს ან მხარს. ძალიან ეფექტურია საყელოს ან ჰალსტუხის შესწორება. ამ მარტივი მოქმედებით თქვენ არაცნობიერ გავლენას ახდენთ მამაკაცზე და ანიშნებთ მას, რომ დაინტერესებული ხართ მისი პიროვნებით და მზად ხართ იზრუნოთ მასზე.

არ შეგეშინდეთ ფანტაზიის გამოყენება და წაეთამაშეთ საკუთარ თმებს, მაგლითად, შეისწორეთ ვარცხნილობა, თითზე დაიხვიეთ თმა ან უკან ხელით გადაივარცხნეთ იგი უკან. ეს მოქმედებები აღძრავს მამაკაცებში ძლიერ ინტერესს და აიძულებთ თქვენთან აქტიურ თამაშში ჩართვას.