როგორ მოვიშოროთ სიწითლე ლოყებზე - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ სიწითლე ლოყებზე

მოერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, მზეზე, ყინვაში ან სოლარიუმში დიდი ხნით ყოფნას, გამოიყენეთ კანის დამცავი კრემები. თუ კანი დაგეწვათ, დაზიანებულ ადგილზე წაისვით მაწონი, მიიდეთ სახამებელი ან გააკეთეთ მუქი ჩაის, ალოეს წვენის ან გვირილას ნახარშის კომპრესი.

ყურადღება მიაქციეთ კანის მდგომარეობას: დილით და ღამით ხელ-პირი დაიბანეთ თბილი წყლით, საგულდაგულოდ გაიწმინდეთ კანი, გამოიყენეთ ანთების საწინააღმდეგო და კანის დამამშვიდებელი კოსმეტიკური საშუალებები (საცხები, ლოსიონები, კრემები). წაისვით ისინი ფრთხილად, ნაზი შეხებით, კანში შეზელვის გარეშე.

გამოიყენეთ კანის დამამშვიდებელი, დამარბილებელი ნიღბები ან შრატები. აიღეთ 1/2 ჩ/კ პიტნა, 1 ჩ/კ ასკილი და 2 ჩ/კ სალბი დაქუცმაცებული მშრალი ფოთლები. ნედლეულს დაასხით ერთნახვარი ჭიქა ადუღებული წყალი და დატოვეთ ნახევარი საათის, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. მიღებული ნაზავი მსუბუქი მოძრაოებით ნაზად წაისვით კანზე. შემდეგ შეახვიეთ ნაზავი მარლაში და მიიდეთ ეს კომპრესი სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით კანზე დამარბილებელი კრემი. ასეთი ნიღაბი კარგად შეეფერება მშრალ, გაღიზიანების მიმართ მიდრეკილ კანს.

გულყვითელას ნიღაბი დაამშვიდებს და მოხსნის გაღიზიანებას ცხიმიანი, პრობლემური კანიდან. 1 ს/კ გულყვითელა გახსენით 100გ წყალში. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა ან მარლა და მიიდეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში.

თუ თქვენი კაპილარები მუდმივად გაფართოებულია, მოერიდეთ პარაფინის ნიღბებს, ორთქლის აბაზანებს, მასაჟსა და მსგავს სითბურ პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის ცირკულაციის გაზრდასთან.

ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოერიდეთ ზედმეტად პიკანტურ, მჟავე, ცხარე და ცხელ საკვებს, მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი.

სახის კანის გარეგნული იერსახის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ტონალური საშუალებები. თუ სიწითლე წერტილოვანია, მაშინ კანზე წაისვით გამჭვირვალე შემნიღვბელი კრემი. ის დაფარავს სიწითლეს ისე, რომ არ ამოგივსეთ კანის ფორებს. სხვა შემთხვევებში გამოიყენეთ მჭIდრო ტონალური კრემები.

თუ სიწითლე ჩნდება ძალიან ხშირად, ეს შეიძლება იყოს შინაგანი დაავადებების შედეგი. მიმართეთ სპეცილისტებს, ისინი გამოიკვლევენ მიზეზებს და დაგინიშნავენ შესაბამის მკურნალობის კურსს.