როგორ მოვიქცეთ მარხვის დროს - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ მარხვის დროს

 

მახვის აზრი არის ადამიანის სულიერი გაძლიერება და ღმერთთან დაახლოება. ამ პერიოდში თქვენ უფრო ხშირად უნდა ილოცოთ, დაესწროთ ეკლესიურ მსახურებას, თავი შეიკავეთ მავნე ჩვევებისაგან (სპირტიანი სასმელების ხშირად მიღება, სიგარეტის მოწევა, ბილწსიტყვაობა და სხვა) და გასართობი ღონისძიებებისგან (სხვადასხვა თამაშები, სანახაობა, ცეკვები და სხვა). შეეცადეთ საკუთარ სულში არ დაუშვათ სიბრაზე, მრისხანება და ყველაზე მთავარი - იპოვეთ გაჭირვებული ხალხისათვის რამეინაირი დახმარების აღმოჩენის გზა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოთ ლოცვებსა და სულიერ მხარეზე ზრუნვას, ეკლესია დიდ ცოდვად მიიჩნევს სიზარმაცესა და 6 დღის განმავლობაში მუშაობაზე უარის თქმას.

 

მარხვის დღეებში აუცილებეია ინტიმური კავშირებზე უარის თქმა. ამ დროს არ ტარდება ჯვრისწერა.

 

მარხვის დროს აკრძალულია ხორცი, თევზი (არსებობს გამონალისები), კვერცხი, რძის პროდუქტები, კონდიტერული ნაწარმები, რომელთა შემადგენლობში შედის ზევით ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ერთი მაინც. ჯანმრთელობის მდგომარეობის მდგომარეობასთან ან ასაკთან დაკავშIრებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მოძღვარი ხშირად იძლევა ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვების მიღების კურთხევას (გარდა ხორცისა).

 

მრავალდღიანი მარხვის დროს (დიდი მარხვის 7 კვირა, 40 დღე - საშობაო, 2 კვირა - ღვთისმშობლის მიძინები და 8 დღიდან 6 კვირამდე - სამოციქულო) არსებობს მკაცრი მარხვის 5 საფეხური: საკვებზე სრულად უარის თქმა, მშრალი კვება, ცხელი სჭმელი ზეთის გარეშე, ცხელი საკვები მცენარეული ზეთით და დღეები, როცა დაშვებულია თევზის ჭამა. ყველაზე გრელი მარხვის დროს განსაკუთრებული სიმკაცრე უწევს პირველი და ბოლო კვირის დროს, ხოლო დიდი დღესასწაულების დროს, რომლებიც ემთვევა მარხვის მიმდინარეობას, შეიძლება თევზის მირთმევა. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ რთულია, ვინაიდან გეჩვენებათ, თითქოს გიწევთ შიმშილი. მაგრამ ხალხი, რომლებმაც დაიცვეს მარხვა, ერთხმად ამტკიცებენ, რომ არ უჩნდებათ ჭამის მძაფრი სურვილი, რომ ყველაფერი გათვლილია: ადამიანი, მარხვის დროს კი არ კარგავს თავის ძალებს, არამედ იენს განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და სიმხნევეს.