კომპიუტერი და ინტერნეტი

პროგრამები და ჩანართები

როგორ გამოვიყენოთ ტორენტები (Torrent)

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ტორენტები – ფაილების გაცვლის სისტემების ერთობლიობის საერთო დასახელებაა, რომლის მომხმარებლები პირდაპირ ცვლიან ფაილებს, რაც გულისხმობს ერთი კომპიუტერიდან მეორეში უშუალოდ გადაწერას. ასეთი სისტემა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს. მათი გამოყენების სასწავლად მიჰყევით ინსტრუქციას.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • ინტერნეტი
  • uTorrent

საფეხურები

  1. 1 გადმოიწერეთ ტორენტ–კლიენტი, პროგრამა რომლითაც მოგვიანებით მოხდება ფაილების გადმოტვირთვა. ასეთი ბევრია, მაგრამ მე გირჩევდით პროგრამას uTorrent, მის გადმოწერას შეძლებთ მისამართზე http://www.utorrent.com/.
  2. 2 ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ ტორენტ–თრექერი. მე ქართული ტორენტებიდან ვიცი მხოლოდ http://geotorrents.com, ძალიან პრაქტიკულია რუსული ტორენტი http://rutracker.org, რომელზეც თითქმის ყველაფრის ნახვა შეიძლება რაც მოგაფიქრდებათ. მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის, რომ მასზე ითვლება რეიტინგი (რეიტინგზე საუბარი ქვემოთ იქნება). თუ ეს ტორენტები არ მოგეწონათ, უბრალოდ აკრიფეთ საძიებო ველში Google torrents და შეიარჩიეთ რომელიც გულს გაუხარდება.
  3. 3 დააჭირეთ ძიების შედეგს, რომელიც დაგაინტერესებთ და გახსნილ ფანჯრიდან გადმოწერეთ ტორენტ–ფაილი. მისი პოვნა ნებისმიერ თრექერზე არ წარმოადგენს სირთულეს. შეინახეთ ფაილი თქვენი კომპიუტერის ნებისმიერ მყარ დისკზე.
  4. 4 ახლა გახსენით ფაილი. თუ თქვენს კომპიუტერზე ჩატვირთული საოპერაციო სისტემა (Windows, Mac, Ubuntu და ა.შ.) ვერ გახსნის მას დამოუკიდებლად, მაშინ მიუთითეთ გამხსნელ პროგრამად თქვენი ტორენტ–კლიენტი, ჩვენს შემთხვევაში uTorrent
  5. 5 ტორენტ–კლიენტი გაეშვება, რის შემდეგაც თქვენ მხოლოდ ადგილის არჩევა მოგიწევთ, სადაც გსურთ გადმოსაწერი ფაილის განთავსება. მაშინ როდესაც გადმოწერა დასრულდება, პროგრამა ამას ხმოვანი სიგნალით შეიტყობინებთ.

გაფრთხილებები

  • რეიტინგი (Ratio) არის შეფარდება ინფორმაციის იმ მოცულობისა, რომელიც თქვენ გადმოიწერეთ და გაეცით სხვებისთვის გადმოსაწერად. ესეიგი მართებული იქნები ფაილის გადმოწერის შემდეგ არწაშლა და ცოტახანს სხვებისთვის გადაწერის საშუალების მიწერა. ზღვარი რომლის ქვევითაც გადმოწერა გეკრძალებათ სხვადასხვა საიტებისთვის განსხვავებულია.
  • თუ გადმოწერა არ მიმდინარეობს, მაშინ ყურადღება მიაქციეთ "სიდერების" გრაფიკს, თუ იგი 0–ს გიჩვენებთ მაშინ არაფერი გამოგივათ, საჭიროა გასცეთ ფაილები და დაგროვილი ქულებით მოგვიანებით სცადოთ გადმოწერა.