როგორ მოვუაროთ სამზარეულოს დანებს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს დანებს

 

დანის გალესვის წინ გირჩევთ, ცოტა ხნით, მოათავსოთ ის მარილიან წყალში. ამის შემდეგ გაცილებით მარტივად ხდება გალესვა. ლესვისას დააკვირდით, რომ პირს თანაბრად უსვამდეთ სალესს.

 

იმისათვის, რომ დანა დიდი ხნის მანძილზე იყოს ბასრი,დაჭრით მხოლოდ ხის დაფაზე, არა თეფშზე და სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე. როდესაც ხარშავთ ხორცს ან სხვა პროდუქტს, არ შეამოწმოთ დანის გამოყენებით მზად არის თუ არა ის, ეს აფუჭებს დანას, ასევე ლიმონის დაჭრის შემდეგ აუცილებლად ცივი წყალი გადაავლეთ მას და შემდეგ გაამშრალეთ.

 

კარგი იქნება თუ დანებს შეინახავთ ჩანგლებისგან, კოვზებისგან და სხვა მეტალის ნივთებისგან მოშორებით. ხახუნის შედეგად მათ ადვილად უბლაგვდებათ ზედაპირი. დანები შეინახეთ სპეციალურ ხის ჩასადებში.

 

თუ გინდათ რომ დანას დაუბრუნოთ ბზინვარება, მაშინ გაუსვით ის დამბალ კარტოფილს. იგივე შედეგის მისაღწევად, ასევე შეიძლება მისი მცენარეული ზეთით გაწმენდა.