როგორ მოვიშოროთ სტრიები - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ სტრიები

 

თუ გსურთ სტრიების მოშორება, თავდაპირველად კანის ზედა ფენა გახადეთ გლუვი და სწორი. ამისათვის გამოიყენეთ ნებისმიერი სკრაბი. ამის წყალობით ის სამკურნალო პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც მოგიწევთ შემდეგ ეტაპზე, უკეთ შეიწოვება და იძლევა უფრო ძლიერ ეფექტს.

 

პრობლემური ადგილი დაიმუშავეთ სკრაბით. თუ თქვენ ხართ სილამაზის შინაურული რეცეპტების გამოყენებით მიღწევის თაყვანისმცემელი, მაშინ აიღეთ უბრალო მსხვილად დაფქვილი შესმული ყავა. ეს მასა შეიზილეთ კანში ნაზი წრიული მოძრაობებით, 5-10 წუთის განმავლობაში.

 

მას შემდეგ, რაც კანის ნაზ ფენასთან წვდომა მიიღწევა, სტრიის გაჩენის ადგილზე წაისვით წაისვით კოლაგენის შემცველი კრემი ან უბრალო მუმიო. გამოყენების წინ გაურიეთ მას წყალი და კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ თანაბარი ფენებით შეიზილეთ ნაზავი კანში. მუმიოს წასმის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ დაუმატოთ კრემი ან ზეთი. ასეთ შემთხვევაში შედეგი უფრო შესამჩნევი იქნება.

 

სტრიების მოშორების ეფექტური საშუალებაა ნუშის, ზეითუნის ან ხორბლის ჩანასახის ზეთის შეზელა. მათ შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით Е ვიტამინი, რომელიც "პასუხს აგებს" კანის ელასტიურობაზე. ნუშის ზეთი შეესაბამება ცხიმიან კანს, ხოლოდ მშრალი კანისათვის უმჯობესია ნუშის და ხორბლის ჩანასახის ზეთების ნაზავი.

 

რეგულარულად გაიკეთეთ მასაჟი. კანის ნებისმიერი დაზელა ახდენს სისხლის მიმოქცევის აქტივიზირებას. ასეთი სახით აღდგენის პროცესი და უჯრედების გენერაცია ძლიერდება.

 

შეცვალეთ თქვენი ჩვეული კვების რაციონი. სტრიები სხეულზე იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ ორგანიზმში არ არის საკმარისი კოლაგენი და ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია ქსოვილების ელასტიურობის შესანარჩუნებლად. მიირთვის ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, ნატურალური მცენარეული ზეთები და დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე. ბოლო პირობა აუცილებელია, ვინაიდან ზუსტად წყლის საჭირო რაოდნობის არსებობა ორგანიზმში ეხმარება უჯრედებს მუდმივ რეგენერაციასა და კანის ელასტიურობის შენარჩუნებაში.

 

თუ სტრიების წარმოქმნიდან გასულია დიდი დრო (მათ აქვთ თეთრი შეფერილობა), მაშინ მათი სახლის პირობებში მოშორება თითქმის შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ ეწვიოთ სილამაზის სალონს, სადაც მათ მოსაცილებლად შემოგთავაზებენ კოსმეტოლოგიურ მეთოდებს. სტრიების მოშორება შეუძლიათ ისეთ პროცედურებს, როგორებიცაა: ლაზერული პილინგი, მეზეოთერაპია, ფოტოპიგმენტაცია.