როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები (სახლის პირობებში) - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები (სახლის პირობებში)

 

იმისათვის, რომ მოიშოროთ მეჭეჭები ხელებიდან და ფეხის ძირებიდან, მოამზადეთ მოცემული რეცეპტი. წვრილი სახეხით დააქუცმაცეთ მცირე ზომის ნიორის კბილი და შეურიეთ 1 ჩ/კ ძმარის ესენცია. ამ ხსნარს დაუმატეთ ცოტა ხორბლის ფქვილი და მოზილეთ ცომი. ლეიკოპლასტირში ამოჭერით 0.5 სმ ფართობის ხვრელი. იგი უნდა იყოს უფრო დიდი, ვიდრე მეჭეჭი და უნდა დამაგრდეს ისე, რომ მეჭეჭი მოხვდეს ამ ხვრელში. ამის შემდეგ, მეჭეჭზე წაისვით მომზადებული ცომი, ზევიდან მიაკარით ლეიკოპლასტირი და შემოატარეთ ბინტი. 2-3 დღის შემდეგ თუ ერთი წასმა არ მოაძრობს მეჭეჭს, მაშინ საჭიროა პროცედურია გამეორება. მოშორებული მეჭეჭის ადგილზე გაჩნდება მცირე ხვრელი, რომლის ამოსავსებაში დაგეხმარებათ "ვიშნიოვსკის მალამო".

 

თუ მეჭეჭმა განვითარება ახლახანს დაიწყო, ვერ მოასწრო ფესვის გაკეთება და აქვს ვარდისფერი შეფერილობა, მისი მოშორება საკმაოდ მარტივია ბაბუაწვერას ახლადდაწურული წვენით, რომლის კანში შეზელაც საჭიროა ყოველდღიურად, მეჭეჭის მოძრობამდე.

 

შესანიშნავად დაგეხმარებათ მშრალი ყინული. აიღეთ მშრალი ყინული და მიიდეთ მეჭეჭის გაჩენის ადგილზე, გეჭიროთ მანამ, სანამ შეძლებთ. ყინულის დარჩენილი ნაწილი ჩადეთ ტომარაში და შეინახეთ საყინულეში. ასეთი პროცედურის ჩატარება საჭიროა 5-6 ჯერ დღეში, 2 საათის გამოშვებით. ასეთი მეთოდის წყალობით, ცოტა ხნის შენდეგ მეჭეჭები მოგშორდებათ.

 

ცნობილი ექიმბაშები გვირჩევენ გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდი. აიღეთ კარტოფილი და გაჭერით შუაზე. ერთი ნაწილი გადააგდეთ თავს უკან, ხოლო მეორე ნაწილი წაისვით მეჭეჭზე და ჩაფლეთ მშრალ ადგილას. როცა კარტოფილი დალპება, მაშინ მეჭეჭით გაქრება. ეს საკმაოდ ცნობილი საშუალებაა, რომელიც არაერთ ადამიანს დაეხმარა. მთავარია, რომ კარტოფილი დალპეს და არა გაიხაროს.