როგორ მოვუაროთ თმას - rogor.ge

როგორ მოვუაროთ თმას

 

თმის დაბანა არ შეიძლება ცხელი წყლით, მაგრამ ცივი წყალიც უნდა ავიცილოთ თავიდან. თმის დაბანისას წყალი უნდა იყოს ნელ-თბილი და არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი.

 

თმა გაიშრეთ ბუნებრივად. თუ იყენებთ ფენს არ დაგავიწყდეთ თერმული დამცავი აპარატურა

 

თაფლიანი წყალი არის მშვენიერი საშუალება თმის ბოლოების გასამაგრებლად. თბილი წყლით სავსე ჭიქაში, უმჯობესია ადუღებულში, ჩაასხით 2 ჩაის კოვზი თაფლი. თმა ჩაიწანით და გაშვებული ბოლოები ჩადეთ თაფლიან წყალში 10 წუთის მანძილზე. შემდეგ გაიშალეთ თმა და დაივარცხნეთ.

 

ბანანის ნიღაბი: 2 მწიფე ბანანი აზილეთ ისე, რომ მიიღოთ პიურის მსგავსი ნარევი და აურიეთ ერთ კვერცხის გულში. წაისვით ნოტიო თმაზე და დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოივლეთ თბილი წყლით. ეს თქვენს თმას მიანიჭებს ბზინვარებას.

 

თმა შეგიძლიათ გახადოთ უფრო ძლიერი თუ გამოიყენებთ კერატინს. იგი შეიცავს კალციუმს, რაც თმისათვის ძალიან კარგია.

 

გახსენით იგი თბილ მინერალურ წყალში და გაიჩერეთ თმაზე არც ისე დიდხანს.
შავი პური აზილეთ მინერალურ წყალში, რის შემდეგაც თმაზე შეიზილეთ და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდგომ ჩამოიბანეთ და გაიშირეთ თავი.

 

სავარცხელი რბილი და ნატურალური მასალის შეიძინეთ.