როგორ მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი

 

ცხელი შოკოლადი ჩაასხით რძე ქვაბში, დაუმატეთ მწიკვი ვანილინი და შაქარი. ქვაბი დადგით ცეცხლზე და მუდმი მორევით მიიყვანეთ რძე ადუღებამდე. როგორც კი ადუღდება, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ გაგეხეთ შოკოლადი მსხვილ სახეხზე და გაადნეთ ცხელ რძეში. სურვილის შემთხვევაში, სუფრასთან მიტანის წინ შეგიძლიათ დაუმატოთ ნაღები.

 

ცხელი მუქი შოკოლადი ეს რეცეპტიც საკმაოდ მარტივია, ისევე როგორც წინა, შეიძლება უფრო მარტივიც. აიღეთ შოკოლადი და დაამტვრიეთ მცირე ნატეხებად. ჩადეთ იგი მიკროტალღური ღუმელის ჭურჭელში, დაუმატეთ რძე და შედგით მიკროტანლღურ ღუმელში. როცა შოკოლადი გადნება გადაასხით იფი მაღალყელიან ჭურჭელში, რადგან არ გადმოისხას მისი ათქვეფის დროს. დაუმატეთ ცხელი რძე, დარიჩინი, შაქარი და ვანილი, ამის შემდეგ ეს ყველაფერი ათქვიფეთ მიქსერის საშუალებით. თუ არ გაქვთ მიქსერი, გამოდგება კოქტეილების მოსამზადებელი შეიკერიც. შემდეგ ცხელი შოკოლადი ჩამოასხით ფინჯანებში და მიართვით იგი მაშინვე, სანამ გაცივდება.

 

ცხელი შოკოლადი ფორთოხლით დაამტვრიეთ სტანდარტული (100გ) მუქი შოკოლადის ფილა მცირე ნაწილებად და მოათავსეთ ისინი ქვაბში. შემდეგ დაასხით მას ერთი ჭიქა რძე. როცა შოკოლადი გადნება, დაუმატეთ მას 1 ჩ/კ ხსნადი ყავა. ქვაბში ჩაასხით მეორე ჭიქა რძე მას შემდეგ, რაც ჩაყრით მასში მუქი მუსკატის თხილი ან რაიმე სასიამოვნო დანამატი თქვენი გემოვნებით და ფორთოხლის ცედრა (დაახლოებით მეოთხედი ფორთოხალი). ეს ქვაბიც დადგით ცეცხლზე და მიივანეთ დიღულამდე. ამის შემდეგ ათქვიფეთ შიგთავსი და დატოვეთ რამდენიმე წუთი. დარჩა მხოლოდ მიღებული შემადგენლობის პირველი ქვაბიდან მეორეში გადასხმა, რის შემდეგაც მოურიეთ მოდუღებამდე. ცეცხლიდან ჩამოდგმის შემდეგ კიდევ ერთხელ მოურიეთ და მიართვით მაგიდაზე.