როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე - rogor.ge

როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე

 

როგორც უკვე აღწერაში ვახსენე სიზარმაცის პრობლემა არა მარტო პირად წარმატებას უქმნის პრობლემას, არამედ ჯანმრთელობისათვისაც საზიანოა. ზარმაცი ადამიანი ნაკლებად აქტიურია, არ არის დარწმუნებული თავში, არც მობილიზებულია და არ იცის დროის ფასი. სანამ დავიწყდებდეთ იმის აღწერას, თუ როგორ ვებრძოლოთ ეგრეთ წოდებულ მავნე ჩვევას მოდით შევთანხმდეთ მის გამომწვევ მთავარ მიზეზზე. ეს არის უნებისყოფობა და ნაკლები მოტივაცია.

 

თქვენ ვერ დააამარცხებთ სიზარმაცეს, თუ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის და სურვილების პატივისცემა. თუ გსურთ რამის გაკეთება და უკვე დაგეგმეთ, ხოლო თქვენ კიდევ ყოყმანობთ და ბოლო დღისთვის მიგყავთ ყველაფერი ეს უდავოდ სიზარმაცის ნიშანია. ჩამოყალიბდით რისი გაკეთება როდის გსურთ და რა გზით, მიეჩვიეთ დროში მუშაობას.

 

სიზარმაცის დასამარცხებლად საჭიროა კომპლექსური ქმედებები. დაგეგმეთ დრო სწორად. შეეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიზოთ ადრე. იქნებით ენერგიულები. იკვებეთ ასევე ერთ დროს. ეს საფუძველს ჩაუყრის თქვენი ორგანიზებულობის საწყისს. თავიდან ეს დისკომფორტს შეგიქმნით, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კი თქვენ თვითონვე მიეჩვევით საკუთარ პირად განრიგს. ივარჯიშეთ იყავით ფიზიკურად დატვირთული.

 

ყოველთვის მიეცით მოტივაცია საკუთარ თავს, სიზარმაცესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ განწყობის ვარჯიშები. გახსოვდეთ, რომ ბევრი რამის კეთება არ არის სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი, იფიქრეთ არა პროცესზე თუ რაოდენ რთული და არასასიამონო რამის გაკეთება გიწევთ, არამედ საბოლოო შედეგზე თუ რას გაძლევთ ამის შესრულება.

 

ადამიანის ტვინი არის მოწყობილი შემდეგნაირად, როცა ის ფიქრობს ნეგატიურზე, მისი აზრები და ფიქრები იწვევს დამატებით ნეგატიურ ფიქრებს, რასაც მოსდევს უხასიათობა და დეპრესია. ჩვენი მიზანია თავიდანვე მაქსიმალურად გავამარტივოთ არსებული საქმე და დავიწყოთ პოზიტიური აზროვნება. ნუ შეხედავთ გასაკეთებელ საქმეს იმ გამნწყობით, რომ გეზიზღებათ - როდის მორჩება, ნუ გაავლებთ პარალელს სხვა ადამიანებთან. დარწმუნდით რო კარგია თუ ცუდია თქვენი გასაკეთებელია და არავინ სხვა არ გააკეთებს მას თქვენს მაგივრად და დაიწყეთ კეთება

 

ადამიანი, რომელიც არის მობილიზებული, აქტიური ჩამოყალიბებული საკუთარ ვალდებულებებთან დაკავშრებით არის წარმატებული. რაც მალე შეასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას, მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის, ამას მოყვება თავდაჯრებულობის გრძნობა, როცა ადამიანს არ უწევს სიჩქარე და მოსწრებულად ასრულებს ყველაფერს.

 

შეეცადეთ ყველანაირ საქმიანობაში, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყო ის, იპოვოთ მასში რაიმე საინტერესო და თქვენი. საკუთარი თავის ამგვარად მომართვა უპირატესობას მოგცემთ. ნაკლები ყოყმანით დროულად შეუდექით საქმეს. საქმის კარგი განწყობით და ენერგიული დაწყება მის წრამტებით დამთავრების პროცენტულ შანსს ზრდის.