როგორ მოვამზადოთ ალადები - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ალადები

 

კვერცხი ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად. მაწონს დაუმატეთ სოდა და ძმარი და კარგად მოურიეთ.

 

როცა მაწვნის მოცულობა ორჯერ გაიზრდება, დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს, თან ურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. მიირთვით არაჟანთან, მურაბასთან ან ხილფაფასთან ერთად.