როგორ ვუმკურნალოთ ნაწლავის ჭიებს - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ ნაწლავის ჭიებს

 

კარგად დანაყეთ ბროწეულის გამხმარი კანი, ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და საღამოს დაასხით მდუღარე წყალი. მიიღეთ დილით უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობაა რამდენიმე დღე.

 

მიიღეთ ერთად არეული ქონდარი და თაფი უზმოზე.

 

მრგვალ ჭიებს ნაწლავებიდან სდევნის კაკლის ფოთლების ჩაი. 50 გრამი გახსენით 1 ლიტრ წყალში და მოადუღეთ.

 

სამურაბე კაკალი 70 ცალი დაჭერით, ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი. 3 კვირა დადგით მზეზე, გადააფარეთ მარლა, შემდეგ გადაწურეთ. შეინახეთ გრილად. ბავშვს მიეცით თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, დიდებს - 1 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში.

 

სოლიტერის დროს კარგია 2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი უზმოზე. 1 საათის შემდეგ კი ავადმყოფმა უნდა დააყოლოს დიდი დოზით სასაქმებელი.

 

სოლიტერზე ასევე კარგია : 10 კბილი ნიოერ ჩავყაროთ ადუღებულ რძეში და დავუმატოთ შემდეგომ სასაქმებელი.