როგორ გავიპარსოთ სწორად - rogor.ge

როგორ გავიპარსოთ სწორად

 

სანამ დაიწყებთდეთ პარსვას, აუცილებლად რამოდენიმე წუთის მანძილზე სახეზე შეისხით თბილი წყალი. ეს დაარბილებს კანს და მოამზადებს მას გასაპარსად. ასევე შეგიძლიათ აიღოთ მცირე ზომის პირსახოცი, ჩაალბოთ ცხელ წყალში და მიიდოთ სახეზე ცოტა ხნით. ეს დაგეხმარებთ წვერის და სახის კანის დარბილებაში.

 

ქაფი და გელი. აიღეთ ქაფი ან გელი, გამოადინეთ ეს ისე რომ მოითავსოთ ხელის გულზე, შემდეგ თანაბრად წაისვით ნიკაპთან, ლოყებზე, კისერზე წრიული მოძრაობებით. ეს უზრუნველყოფს თანაბარ განაწილებას ქაფის სახეზე, სადაც აპირებთ გაპარსვას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუნჯი. აუცილებლად დარწმუნდით, რომ საპარსის წვერი არის კარგად მჭრელი და არა დაბლაგვებული. არავითარ შემთხვევაში არ გაიპარსოთ დაბლაგვებული საპარსით. ასეთ დროს 10 შემთხვევიდან 8 მთავრდება კანის გაღიზიანებით და ჭრილობებით. განსაკუთრებით კი ამას მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებმა უნდა მიაქციონ.

 

პირველი შტრიხი. პარსვა დაიწყეთ ლოყებიდან. მიიტანეთ საპარსი ლოყასთან ახლოს, საიდანაც იწყება წვერი და ნელი მოძრაობით, საშუალო ძალით ზემოდან ქვემოთ დაიწყეთ პარსვა. ეს ძალიან მარტივია, მთავარია ამ ადგილას წვერი ადვილად მორჩილდება. მთავარი წესი: საჭიროა გაიპარსოთ იმ მიმართულებით როგორც იზრდება თმა და არა საპირისპირო. - ეს უნდა იცოდეთ როგორ. 2X2. მათ, ვისაც უნდა რომ მაქსიმალურად სუფთად გაიპარსონ იყენებენ შემდეგ ეშმაკობას. იპარსავენ რათქმაუნდა იმმიმართულებიდან საიდანაც იზრდება წვერი, მაგრამ მცირე კუთხით. სცადეთ თქვენც, დაიჭირეთ ისეთი კუთხე პარსვისას, რომ არც კანი გაიღიზიანოთ და მაქსიმალურად სუფთად შეძლოთ გაპარსვა. ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ თავისფალი ხელი შემდეგნაირად: დაჭიმეთ კანი და გაასწორეთ ისეთი მიამრთულებით, რომ საპარსით მაქსიმაურად კომფორტულად მიუდეთ. საპარსს ნუ დააწვებით ძალიან. საჭიროა ნაზი სწორი მოძრაობები. ნიკაპის ქვემოთ პარსვისას საჭიროა პარსვა დაიწყოთ კისრიდან ნიკაპამდე. კისერზე ხშირად გვხვდება შემდეგი პრობლემა, ჩახვეული თმები, მაგრამ ძალიან მარტივია ამ პრობლმების გადაჭრაც: აიღეთ პინცეტი და მისი საშუალებით მოიშორეთ ერთმანეთზე გადაბმული ჩაზრდილი თმა, შემდეგ კი გააგრძელეთ პარსვა. ამ ადგილს მიაქციეთ ყურადღება, პარსვის შემდეგაც კარგად მოიბანეთ და სუფთად გაიმშრალეთ. კარგი იქნება თუ სკრაბით ან კოსმეტიკური საპნითაც თუ გაისუფთავებთ. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ჭრილობები, მალმალე (ყოველი მეორე) ჩამოსმის შემდეგ გაასუფთავეთ საპარსი. მიუშვირეთ მომდინარე ცხელ წყალს, ან გაავსეთ ჭიქა წყლით და მასში ჩაყავით. თუ თქვენ არ გაქვთ უხეში წვერი, აქვე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ერთი ფაქტი. თუ თქვენ არ ამოგდით უხეში წვერი, მაშინ არ იქნება პრობლემა თუ ცივ წყალში გაასუფთავებთ საპარსის თავს, ასეთ შემთხვევაში, უფრო მარტივად გაიპარსავთ. თუ გაქვთ უხეში წვერი, არავითარი ცივი წყალი პარსვისას! ესეიგი, თქვენ გაიპარსეთ ლოყები და კისერი. ეხლა დროა - ნიკაპის და ულვაშების. ამ ადგილებში არის ყველაზე უხეში წვერი, იმისათვის, რომ აირიდოთ თავიდან არასასურველი შედეგები როგორიცაა ჭრილობები და გაღიზინება, საჭიროა ყველაზე ბოლოს გაიპარსოთ ეს ადგილი, რადგან პარსვის ბოლოსკენ იქნება ბევრად დარბილებული ვიდრე დასაწყისში.

 

რთულად მისაწვდომ ადგილებში ჩამოიბანეთ ქაფის ნარჩენები და დააკვირდით, სადმე ხომ არ დაგრჩათ გასაპარსი. იმ შემთხვევაში თუ შენიშნეთ დარჩენილი წვერი, შეგიძლიათ არ წაუსვათ ქაფი ხელახლა, საკმარისია საპარსი დაასველოთ და გადაიტაროთ ხელახლა. რა ვუყოთ რთულად მისადგომ ადგილებს? ისევ და ისევ შეარჩიეთ სწორი კუთხე, თუ არ გამოგდით დაიხმარეთ თავისუფალი ხელი და გაისწორეთ კანი ისე რომ მარტივად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე შეძლოთ გაპარსვა.

 

გაპარსვის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით (არა ძალიან ცივით). თქვენ თვითონვე გესიამოვნებათ ეს. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ოდეკოლონი. მასში არ არის ისეთი სითხე რაც არბილებს კანს, მასში უმეტესად სპირტია, რომელიც აშრობს კანს. ლოსიონების გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კრემები, რომელიც არბილებს კანს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაგჭრათ კანი წაიკითხეთ როგორ შევიჩეროთ სისხლდენა წვერის პარსვისას მიღებული ჭრილობიდან.