როგორ მოვიქცეთ მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას

 

აიღეთ 1 ნაწილი ჭინჭარი ან შვიტა და 2 ნაწილი სპირტი, დააყენეთ ერთი კვირა. სვით10-10 წვეთი ერთ კოვზ წყალზე. მესნტრუაცია და მისი თანმხლები ტკივილები ძალზე სწრაფად გაქრება.

 

1 სუფრის კოვზი შვიტა მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში. სვით თითო სუფრის კოვზი ყოველ 2 საათში. როცა სისხლის დენა შემცირდება, გადადით დღეში სამჯერ მიღებაზე.

 

ასევე კარგია მოხარშვა და ხშირი სმა თითო სუფრის კოვზი ჭინჭრის ნაყენისა. ჩინეთსა და იაპონიაში ძველთაგანვე ძალზე პოპულარულია ქალებში აბზინდის მწარე ბალახის ფესვების ნაყენი. ფესვი (ახალი ან გამხმარი) დაქუცმაცდება, იხარშება და ნაყენი ისმება სუფრის კოვზით, 3-ჯერ დღეში.

 

მენსტრუაციის გაჭიანურების შემთხვევაში 100 გრამი მუხის ფოთოლს დავასახათ თეთრი შემაგრებული ღვინო. დავდგათ 10 დღე თბილ, ბნელ ადგილას. გავწუროთ, მივცეთ ავადმყოფს თითო სუფრის კოვზი 4 ჯერ დღეში.

 

ამინორერის დროს (მენსტრუალური ციკლის დარღვევა) 2 სუფრის კოვზი ალუბლის ქერქი ჩავყაროთ თერმოსში საღამო ხანს, დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დილით გავწუროთ, გავყოთ ოთხად და მივცეთ ავამყოფს ჭამამდე ერთი საათით ადრე.

 

ხახვის კანი ვადუღოთ 3 ლიტრა წყალში. დუღილის დროს წყალი უნდა გახდეს მუქი წითელ. მიღებული სითხე დავლიოთ 1 ჩაის ჭიქა უზმოზე დილით ან საღამოს.