როგორ გავითეთროთ კანი (ხალხური მეთოდები) - rogor.ge

როგორ გავითეთროთ კანი (ხალხური მეთოდები)

 

პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ ჩვეულებრივი კიტრი. ახლადგაწურული კიტრის გამეთეთრებელი თვისებების შესახებ უკვედიდი ხანია ცნობილია. ალბათ, ამიტომ სარგებლობს იგი ასეთი პოპულარობით კოსმეტოლოგებს შორის. საკმაორისია უბრალოდ ყოველდღიურად გამოიყენოთ მისი წვენი კანის გასაწმენდად. შეგიძლიათ მისი საშუალებით მოამზადოთ ლოსიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეინახება მაცივარში და ამავდროულად არ დაკარგავს თქვენთვის საჭირო თვისებებს. ლოსიონის მოსამზადებლად კითრის თესლებს დაასხით არაყი. თესლების ერთ ნაწილზე აიღეთ არყის ათი ნაწილი. დასაყენებლად დატოვეთ ორი კვირის განმავლობაში დახურულ შუშის ქილაში.

 

სახის გასაწმენდად გამოიყენეთ ახლადგაწურული გრეიფრუტის წვენი. სამკურნალო თვისებებით იგი არ ჩამოუვარდება კიტრს.

 

თეთრი კომბოსტოს წვენით დაასველეთ სუფთა სალფეტი და მიიდეთ სახეზე. პროცედურა გაიმეორეთ არანაკლებ 2 ჯერ კვირაში. ასეთი ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

 

შეურიეთ ხახვის წვენი თაფლს თანაბარი პროპორციით, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნიღაბი სასარგებლოა მშრალი კანისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, თაფლი ჩაანაცვლეთ 9%-იანი ძმრით. ამ საშუალების გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად მანამდე, სანამ არ მიიღებთ თვალსაჩინო შედეგს.

 

წვრილად დაჭერით ახალი ოხრახუში და დაასხით ცოტაოდენი ადუღებული წყალი. დატოვეთ 20 წუთი. გაციებული ნაზავით გაიწმინდეთ სახე ორჯერ დღეში. ამავე მიზნისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის პატარა ნაჭერი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოხრახუში და ლიმონი აშრობენ სახის კანს. ამიტომაც მათი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია კანის მკვებავი-დამატენიანებელი კრემის წასმა.

 

აიღეთ ერთი კვერცხის ცილა, დაუმატეთ 10გრ შაქარი და 10მლ თბილის წყალი. დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი. მიღებული ნაზავი წაისვით და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ ერთხელ 2-3 დღეში. საერთო ჯამში დაგჭირდებათ დაახლოებით 7 პროცედურის ჩატარება იმისათვის, რომ იხილოთ ეფექტი.

 

მაწონში ჩააწეთ მარლა და მიიდეთ სახეზე. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ მოიშორეთ მარლა, მაგრამ არ ჩამოიბანოთ სახე, უბრალოდ გაიწმინდეთ სახე ბამბის საფენით. თუ ამ პროცედურას შეასრულებთ ყოველდღიურად, მაშინ სანი უნდა გათეთრდეს დაახლოებით ერთ კვირაში.