როგორ დავძლიოთ უძილობა - rogor.ge

როგორ დავძლიოთ უძილობა

 

ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით სეირნობა ადამიანის ნერვულ სისტემას ამშვიდებს და აწესრიგებს. შეეცადეთ, სეირნობისას ყურადღება პოზიტიურ ამბებზე გადაიტანოთ.

 

ძილის წინ კუჭის გადატვირთვა ხელს გვიშლის დაძინებაში და ძილის დროსაც არცთუ სასიამოვნო სიზმრებს ვხედავთ. ამიტომ შეეცადეთ, 19:00 საათის შემდეგ არაფერი მიირთვათ. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ, ერთი ვაშლი შეჭამეთ ან ერთი ჭიქა ჩაი დალიეთ.

 

ბევრ ადამიანს ხმადაბლა ჩართული ტელევიზორი ან წიგნის კითხვა მყისიერად აძინებს, ასე რომ, შეგიძლიათ ეს "საძილე საშუალებებიც" გამოიყენოთ.

 

დღის რეჟიმი ორგანიზმს ავტომატურად განაწყობს მოქმედებისთვის. თუ შეეცდებით ერთსა და იმავე საათზე დაძინებას, მაგალითად, ღამის 11 საათზე, ამას თქვენი ორგანიზმი შეეჩვევა და როგორც კი 11 საათი დადგება, დაძინება აღარ გაგიჭირდებათ.

 

ყოველ დღეს თავისი პრობლემები ახლავს და როგორც წესი, მთელი დღის საზრუნავი ძილის წინ გონებაში ვიდეოჩანაწერივით გაირბენს ხოლმე, მაგრამ ეცადეთ, ამ დროს უფრო სასიამოვნო რამეზე იფიქროთ, გაიხსენოთ სასიამოვნო მოვლენები და მშვიდად დაგეძინებათ.