როგორ გავაოცოთ შეყვარებული 14 თებერვალს - rogor.ge

როგორ გავაოცოთ შეყვარებული 14 თებერვალს

 

ორიგინალური მილოცვის გაკეთება 14 თებერვლისათვის ძალიან მარტივია, საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი ფანტაზია. შეეცადეთ გაიხსენოთ, შეიძლება თქვენი საყვარელი ადამიანი ცოტა ხნის წინ გელაპარაკებოდათ იმაზე, რომ რაღაც ნივთის შეძენა უნდა ძალიან ან სადმე სურს წასვლა, მოუმზადეთ მას შესაბამისი საჩუქარი-სიურპრიზი.

 

შეიძლება გაუკეთოთ საჩუქარი, რომელიც შეესაბამება მის გატაცებებს. მაგალითად, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი დაკავებულია სპორტის რომელიმე ტიპით, აჩუქეთ მას აქსესუარი, რომელსაც ის არასდროს შეიძენს. სასურველია შეძენამდე მიმართოთ ამ საქმეში გამოცდილ ხალხს და ჰკითხოთ თუ რისი ყიდვა ჯობს.

 

შეგიძლიათ საყვარელი ადამიანი გააოცოთ მისი რომელიმე ექსტრემალურ დასასვენებელ ადგილზე დაპატიჟებით. ამით თქვენ შეძლებთ ორიგინალურ მილოცვას, დროის ერთად გატარებას და მიიღებთ დაუვიწყარ შეგრძნებებს.

 

ორიგინალური იქნება, თუ შეუკვეთავთ სარეკლამო ბილბორდს თქვენი საერთო სურათით და სასიამოვნო მისალოცი ტექსტით. ასეთ შემთხვევაში მთავარია არ შეცდეთ მისი განთავსების ადგილით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ნაშრომი წყალში ჩაიყრება. გარდა ამისა, დაფიქრდით, დააფასებს თუ არა პარტნიორი ასეთ საჩუქარს - ზოგიერთ მამაკაცს დისკომფორტს უქმნის ასეთი სახის მილოცვები.

 

თუ თქვენ არ გაქვთ საჩუქარის შესაძენად საკმარისი თანხა - არაუშავს. მოამზადეთ ლამაზი ბარათები, რომელებზეც დაწერთ სურვილებს, რომლების შესრულებისთვისაც მზად ხართ თქვენი შეყვარებულისათვის. წლის განმავლობაში მას შეუძლია მოგცეთ ბარათები სათითაოდ, მასზე დაწერილი სურვილის სანაცვლოდ. თუ თქვენ გაქვთ ბევრი საერთო ფოტოსურათი, გააკეთეთ საკუთარი ხელებით ან შეიძინეთ მაღაზიაში დიდი ჩარჩო და ააწყვეთ ლამაზი ფოტოკოლაჟი, სადაც სურათებს დაალაგებთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რათა თქვენ ერთად შეძლოთ წარსულის გახსენება. ჩარჩოში დატოვეთ ცარიელი ადგილი ახალი ფოტოსურათებისათვის და დაკიდეთ გამოსაჩენ ადგილზე.

 

გასული დროის გახსენებაში დაგეხმარებათ თამაში-ქვესთი (დავალება). მოიფიქრეთ საინტერესო სიუჟეტი და ააგეთ იგი ისე, რომ თქვენ შეყვარებულთან ერთად შემოიაროთ თქვენთვის ძვირფასი ქალაქის ყველა ქუჩა, ბოლოს კი მიხვიდეთ იქ, სადაც ერთამნეთს პირველად აკოცეთ ან მოხდა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა და მიართვით საჩუქარი თქვენს რჩეულს. თამაშის ორგანიზებისათვის გააკეთეთ ბარატები, რომლებსაც მისცემთ თქვენს შეყვარებულს მოგონების სანაცვლოდ. არ დაგავიწყდეთ ოპტიმალური მარშრუტის წინასწარი შემუშავება, რადგან არ დაიღალოთ დიდ მანძილზე სერიონობით.

 

თამაში-ქვესთის მოწყობა შეგიძლიათ სახლშიც, იმ შემთხვევაში თუ ერთად ცხოვრობთ. დაწერეთ რამდენიმე მინიშნება, რომელთაც საშუალებითაც თქვენი რჩეული შეძლებს საჩუქრის პოვნას და დაალაგეთ ისინი სახლის სხვადასხვა ადგილებში ისე, რომ ერთი მინიშნების პოვნის შედეგად მან შეძლოს მეორეზე გადასვლა. საჩუქრის ასეთი სახით გადაცემით თქვენი ერთად გატარებული 14 თებერვალი გახდება ორიგინალური, საინტერესო და დაუვიწყარი.