როგორ დავუბრუნოთ ფერი ტუჩებს - rogor.ge

როგორ დავუბრუნოთ ფერი ტუჩებს

 

მოამზადეთ ტუჩების სკრაბი, წყლის, შაქრის ან მარილის და თაფლის (1:1:1 პროპორციით) გამოყენებით. შეიზილეთ იგი ტუჩებზე მსუბუქი (მასაჟისმაგვარი) მოძრაობებით კვირაში რამდენჯერმე.

 

ზამთარში ტუჩების კანისათვის დიდი ზიანის მომტანია ქარისა და სიცივის ზემოქმედება. ეს იწვევს კანის აქერცვლას და ნაპრალების გაჩენას, რომლებსაც ვერ დაფარავს ყველაზე კარგი პომადაც კი. ამიტომ, როცა აღმოაჩენთ კანის აქერცვლის წინაპირობას, ტუჩებზე წაისვით ცხიმიანი კრემი ან უბრალო თაფლი.

 

მოადუღეთ გვირილა, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზ მშრალ ყვავილს 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გააკეთეთ სველსაფენები, ბამბის ტამპონი დაასველეთ ნახარშში და მიიდეთ ტუჩებზე ძილის წინ ყოველ საღამოს. გვირილას სამკურნალო თვისებების დახმარებით ტუჩება გახდება რბილი.

 

კვირაში ერთხელ მაინც, ჩაიტარეთ ტუჩების მასაჟი კბილის ჯაგრისის დახმარებით. ეს დაგეხმარებათ ბუნებრივი ფერის დაბრუნებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

 

გამოიყენეთ ტუჩის პომადები და კრემები, რომლებიც შეიცავენ მცენარეულ ზეთებს, А და Е ვიტამინებს. ისინი იცავენ ტუჩების თხელ კანს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, გამოშრობისგან, ასევე ხელს უწყობენ მცირე ზომის ნაპრალების გამთელებას.

 

ტუჩების ფერის გაღიავებაში დაგეხმარებათ კიტრის წვენი, წაისვით იგი ტუჩებზე რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

მუქი ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ ნუშის ზეთი. წაისვით იგი ტუჩებზე მასაჟისებური მოძრაობებით დღის განმავლობაში. გარდა ამისა, მას აქვს დამატენიანებელი ზემოქმედება, დაგეხმარებათ კანის სიმშრალისა და აქერცვლის მკურნალობაში.

 

ყოველდღიურად, 2 კვირის განმავლობაში ტუჩებზე წაისვით კარაქი. ის შესანიშნავად შეარბილებს მათ, უზრუნველყოფს აბრეშუმისმაგვარ კანს და სასიამოვნო ფერს.

 

გამუქებული ტუჩების გაღიავებასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ ლიმონის წვენით, თაფლითა და იოგურტით დამზადებული ნიღაბი. შეურიეთ კომპონენტები განსხვავებული პროპორციით და 1 საათის განმავლობაში გაიჩერეთ ტუჩებზე.

 

გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ტუჩების ბრჭყვიალა (ბლესკი) ან პომადა. მაღაზიაში ამოირჩიეთ დალუქული ქილა, შეეცადეთ არ გამოიყენოთ საცდელი პროდუქცია. პომადა მოიშორეთ სპეციალური ხარისხიანი საშუალებების დახმარებით, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ პომადის მოსაშორებლად.