როგორ ვუმკურნალოთ ფეხის ოფლიანობასა და არასასიამოვნო სუნს - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ ფეხის ოფლიანობასა და არასასიამოვნო სუნს

 

ფეხის ოფლიანობის და სუნის ძირითადი გამომწვევი მიზეზია [u]დაბალ ხარისხიანი ფეხსაცმელი და წინდა[/u]. შეეცადეთ არ შეიძინოთ ფეხსაცმელები რეზინის ძირზე და ხელოვნური წინდები. დაბალი ხარისხის ფეხსაცმელში ჰაერი საერთოდ არ მოძრაობს რის შედეგადაც ფეხი იხუთება - "იხარშება", რაც იწვევს ხშირ ოფლიანობას და არასასიამონო სუნს.

 

აუცილებლად დაიბანეთ ფეხი ყოველ საღამამოს ძილის წინ თბილ წყალში. ფეხის ოფლიანობისას გამოიყოფა ორგანიზმში არსებული შლაკები. ეს არის აუცილებელი რადგან ამ გზით სხეული სუფთავდება. საჭიროა ხელი შევუწყოთ ორგანიზმის ბუნებრივ მოვლენას და მოვიბანოთ გამოსული სითხე რეგულარულად. დღის განმავლობში ფეხები ხომ მუდამ დატვირთულია და თბილ წყალში მათი დაბანა და რელაქსაცია ერთგვარი შვებაა ორგანიზმისთვის.

 

მოერიდეთ მალამოებსა და სხვადასხვა ფეხის სუნის საწინააღმდეგო წამლებს. ფეხის სუნის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მარტივად! ნებისმიერ აფთიაქში შეიძინეთ [u]ბორის მჟავა[/u]. ისინი იყიდება აფთიაქებში დაფასოებულად, ფხვნილის სახით. ყოველ საღამოს ძილის წინ აუცილებლად დაიბანეთ ფეხი. გააჩერეთ თბილ წყალში რამოდენიმე წუთი, არ გაიმშრალოთ ბოლომდე, მცირეოდენი ბორის მჟავის ფხვნილი, რომელიც გავს პუდრას (დაფქვილ შაქარს) დაიყარეთ და შეიზილეთ ფეხის თითებს შორის, ჩაიცვით ბუნებრივი მატერიისგან დამზადებული წინდა. გაღვიძებისას კვლავ დაიბანეთ ფეხი და ჩამოიბანეთ ბორის მჟავა. პროცედურა გაიმეროთ 2-3 ჯერ და თქვენ უმალვე ნახავთ შედეგს. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ძილერი ფეხის ოფლიანობა დიდი ხანია გაწუხებთ 5 ჯერ მაინც მოგიწევთ პროცედურის გამეორება.

 

მას შემდეგ რაც პრობლემა იქნება გადაჭრილი, შეეცადეთ აირიდოთ მისი თავიდან წარმოქმნა. ყოველ საღამოს გაისუფთავეთ ფეხები და გაიმშრალეთ კარგად. ფეხსაცმლის შეძენისას მაქსიმალურად მიაქციეთ ყურადღება მის ხარისხს. თუ აუცილებელი არ არის ნუ გემევათ მთელი დღის განმავლობაში ფეხსაცმელი.