როგორ ავდგეთ დილით ადრე - rogor.ge

როგორ ავდგეთ დილით ადრე

 

შეეცადეთ დაწვეთ ადრე. იმისათვის, რომ შეძლოდ უჩვეულოდ ადრიანად დაძინება, დაწოლის წინ გაისეირნეთ და მიიღეთ მომადუნებელი აბაზანა. შეიძლება, წინა დღით ადრე ადგომა დაგეხმაროთ ამაში, რადგან საღამოსკენ უკვე გექნებათ ძილის შედარებით გამძაფრებული სურვილი.

 

დილის დროზე დაყენებული მაღვიძარა დადეთ საწოლიდან მოშორებით, რათა ცდუნებამ არ გძლიოთ და არ დააჭიროთ გამორთვის ან გადავადების ღილაკს. მისი პირველივე ზარიდან ნებისყოფის ძალის დახმარებით აიძულეთ თავი და წამოდექით, რათა გამორთოთ მაღვიძარა. წამოდგომისთანავე შეუდექით საწოლის ალაგებას.

 

დაუყოვნებლივ შედით აბაზანაში, მიიღეთ შხაპი და გაიხეხეთ კბილები. ქვეცნობიერ დონეზე, თქვენი ორგანიზმი მიხვდება, რომ თქვენ საბოლოოდ გამოფხიზლდით და მზად ხართ დაიწყოთ ახალი დღე. მას ნებით თუ უნებურად მოუწევს ამ ფაქტთან შეგუება.

 

არ დაკარგოთ დრო უქმად – არ შეხვიდეთ ინტერნეტში, მაშინაც კი თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის გადახედვა – საკუთარი გამოცდილებიდან უკვე იცით, რომ ეს დაგაკარგინებთ საკმაოდ დიდ დროს, არადა თქვენ სულ სხვა რამისთვის ადექით ასე ადრე. მოიზადეთ საუზმე, ვინაიდან, ოჯახის წევრებს, რომლებიც არ არიან მიჩვეულები თქვენს დილით ადგომას, ჯერ კიდევ სძინავთ. ეს ასევე დაგეხმარებათ თავის ხელში აყვანასა და სამუშაო განწყობაზე დადგომაში.

 

გაახარეთ საკუთარი თავი, ახლადმოდუღებული ფინჯანი ყავით, რომელიც გაგამხნევებთ და დაგეხმარებათ საბოლოოდ გამოფხიზლებაში, აგავსებთ ენერგიითა და კარგი განწყობით. სხვა რაღა დაგრჩენიათ, თუ არა გახარება – თქვენ ჩაიდინეთ საგმირო საქმე, დაამარცხეთ სიზარმაცე და წინ გაქვთ გრძელი, საინტერესო მოვლენებით აღსავსე დღე.