მეურნეობა

მებაღეობა

როგორ მოვიყვანოთ ფესვოვანი ნიახური

ავტორი: საბა მდივნიშვილი

ფესვოვანი ნიახური - გემრიელი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. თუმცა ბევრს არ უყვარს მისი მოყვანა, რადგან საკამოდ რთულია. ამ ინსტრუქციაში კი იხილავთ მისი სწორად მოყვანის რამდენიმე ძირითად პრინციპს.

 

საფეხურები

  1. 1 პირველ რიგში საჭიროა სწორად შეარჩიოთ სახეობა. ყველაზე დიდ მოსავალს იძლევიან ის სახეობები, რომელთა ზრდასაც მეტი დრო სჭირდებათ.
    გვიანდელი - Пражский гигант და Максим (მასა 0.5-0.8 კგ)
    საშუალო - Егор, Есаул, Купидон (მასა 0,35 – 0,5 კგ)
    ადრეული - Диамант, Юдинка (მასა 0,24 კგ-მდე).
  2. 2 ფესვოვანი ნიახურის მოყვანა ჯობს ნერგის საშუალებით. ვინაიდან მას აქვს გრძელი ვეგეტაციის პერიოდი (12-190 დღე), ნერგი მოამზადეთ თებერვლის ბოლოში - მარტის დასაწყისში. ფესვოვანი ნიახურის თესლები ზრდას ანდომებს დიდ დროს და გამოდის არათანაბარი. თესლების ზრდას ხელს უწყობს დათესვისწინა დამუშავება: თბილ წყალში, ეპინა-ექსტრას ნაყენში ჩალბობა და ბარბოტაჟი. ამის შედეგად მოსავალი ამოდის 8–12 დღეში 15–20 დღის ნაცვლად.
  3. 3 ფესვოვანი ნიახურის თავი იქნება ძალიან მძიმე, თუ ძირფესვას ფორმულირებას მოახდენთ "ბავშვობიდანვე". ნათესის ამოსვლიდან 15-20 დღის შემდეგ გადარგეთ ქოთნებში ან 4x4 სანტიმეტრიან კასეტებში, прищипывая стержневой корень на 1/2 - 1/3 длины. ამ დროს ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 18-20°-ის ფარგლებში.
  4. 4 როგორ მოვიყვანოთ სწორად ფესვოვანი ნიახური? დარგვის მუდმივ ადგილზე ამ ბოსტნეულს რგავენ მაისის შუაში-ბოლოში, სქემით 60x25 სმ. არ დაგავიწყდეთ მისი რეგულარული მორწყვა, რიგებს შორის მიწის გაფხვიერება - წყლის უკმარისობის დროს მჭირდო ნიადაგში ფესვოვანი მცენარეები ცუდად იზრდებიან. ზაფხულის განმავლობაში აუცილებელია 2-3 ჯერ ნიახურისათვის საკვები დანამატის მიწოდება: ივნისში შეიტანეთ მინერალური სასუქი აზოტით, ფოსფორით და კალიუმით, ივლისში-აგვისტოში კი ფოსფორი, კალიუმი და მიკროელემენტები.
  5. 5 აგვისტოს დასაწყისში მოატიტვლეთ ნიადაგი ნიახურის გარშემო. აუცილებლობის შემთხვევაში მოაშორეთ ნიახურის ზედა ნაწილში წამოზრდილი გვერდითი ფესვები. სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისათვის აგვისტოს დასაწყისში ნათესი დაამუშავეთ დამცავი პრეპარატებით.
  6. 6 ფესვოვანი ნიახურის სწორად მოსაყვანად არ ღირს მისი ნაჩქარევად ამოთხრა. ნიახურის მასის ძირითადი ზრდა ხდება სექტემბერში. მაგრამ იმისათვის, რომ მოსავალი დიდხანს და კარგად ინახებოდეს, მოაშორეთ ძირნაყოფა შემოდგომის ყინვების დაწყებამდე. შეინახეთ ისინი მჭიდრო პოლიეთილენის ტომრებში, 0-დან +2°-მდე ტემპერატურაში.