როგორ ვიმკურნალოთ ღრძილებზე (ხალხური მედიცინა) - rogor.ge

როგორ ვიმკურნალოთ ღრძილებზე (ხალხური მედიცინა)

 

ცოტაოდენი პიტნისა და ჟოლოს დაქუცმცებულ ფოთლებს დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და 3 დღე გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ. ამ სითხეს ივლებენ პირის ღრუში ღრძილების გასამაგრებლად და ანთებითი კერების ჩასაქრობად.

 

სალს ბევრი ინახავს ოჯახში. წამოადუღეთ 1 სუფრის კოვზი ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალში; ნახარში გადაწურეთ და თბილ-თბილი გამოივლეთ პირში. ეს პროცედურა ნახევარი საათის განმავლობაში 4-5 ჯერ გაიმეორეთ.

 

ერთ ლიტრ ღვინის ძმარში ჩაყარეთ 50 გრამი თეთრი შაბის და 3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე განახევრებამდე. გამოივლეთ პირში თბილი ნაყენი დღეში სამჯერ. შველის პიორეასაც.

 

ბირკავას და ოროვანდის ფესვები და ნაყოფი ხარშეთ 1 საათი (2 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე) და ივლეთ პირის ღრუში.

 

ანთებულ და შესიებულ ღრძილებზე უმი კართოფილის თხელი ფირფიტა დაიდეთ.