როგორ გავიმაგროთ თმის ძირები - rogor.ge

როგორ გავიმაგროთ თმის ძირები

 

თითო წილ [u]მრავალძარღვას[/u], [u]სალბისა[/u] და [u]ჭინჭრის[/u] ნარევს დაასხით [u]ერთი ჭიქა მდუღარე წყალი[/u], გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ [u]შავი პურის გული[/u]. თბილი ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, შემდეგ თავზე დაიფინეთ [u]პოლიეთილენის ცელოფანი[/u] და ზემოდან თავსაფარი წაიკარით. ნარევი გაიჩერეთ 2 საათი. შემდეგ თმაზე გადაივლეთ თბილი წყალი და ჩამოიშორეთ.

 

[u]მუხის ქერქისა[/u] და [u]ხახვის ფურცლის[/u] თანაბარ რაოდენობას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 1 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ და გაწურეთ. მიღებული ნაყენით დაისველეთ თმა. 2 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ თბილი წყლით.