როგორ მოვიქცეთ მაღალი წნევის დროს (ხალხური მეთოდი) - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ მაღალი წნევის დროს (ხალხური მეთოდი)

 

გავზარდოთ [u]ნახშირწყლების[/u] ყოველდღიური მიღება ორგანული სახით, მაგალითად, [u]ვაშლით[/u], [u]ყურძნით[/u], [u]შტოშით [/u]და[u] მათი წვენებით[/u]. აუცილებელია ყოველდღიურად მივირთვათ იმდენი ხილი, რომ 4 ჭიქა წვენს შეესაბამებოდეს. ხილი შეიძება მივიღოთ ჭამის წინ, ან ჩვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. თუ მჟავიანობის გასაზრდელად ვაშლის ძმარს გამოვიყენებთ, დავლიოთ 2 ჩაის კოვზი გაზავებული 1 ჭიქა წყალში.

 

ყოველდღიური რაციონი უნდა გადავათვალიეროთ და გავაანალიზოთ, რამდენი ცილა და ნახშირწყლები მივიღეთ. თუ ცილები მეტია, მაშინ ვეცადოთ, უფრო სწორად მოვახდინოთ რაციონაში ამ ორი კომპონენტის ბალანსირება.

 

[u]ხორბლის [/u]ნაწარმის მაგივრად საკვებად [u]სიმინდი[/u] გამოვიყენოთ. რამდენადაც თირკმელები გამოყოფის ორგანოებია, ტუტე რეაქცია - რომელის წარმოქმნასაც ხელს უწყობს ხორბლის ნაწარმი, [u]რაფინირებული შაქარი[/u], [u]ხორცი[/u] - იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია ამ პროდუქტების მიღების შემცირება.

 

ჩვეულებრივი სუფრის მარილი სითხეს იზიდავს და აკავებს ორგანიზმში. ამიტომაც მაღალწნევიანი ადამიანების რაციონიდან უნდა გამოვირცხოთ [u]მარილიანი საკვები[/u]. მარილიანი საჭმელი ყოველთვის აწყურებს. ორგანიზმიდან გამოყოფამდე ჭარბი სითხე სისხლშია და წნევის ამაღლებას იწვევს. როდესაც მარილი და მარილიანი პროდუქტები რაციონიდან გამოირიცხება, სისხლი მასში მყოფ სითხეს გამოყოფს და სისხლის წნევა მცირდება.

 

თაფლი პირდაპირ საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს. თუ მას გამოვიყენებთ ყოველი ჭამის დროს, იგი შეიწოვს ჭარბ ტენს სისხლიდან, შეამცირებს სისხლის წნევას; მოქმედებს როგორც ტრანკვილიზატორი, ამცირებს ყოველნარი დაძაბულობას.