როგორ გავხდეთ ლამაზი (ხალხური რჩევები) - rogor.ge

როგორ გავხდეთ ლამაზი (ხალხური რჩევები)

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს სახეს დავუბრუნოთ ახალგაზრდობა და სინატიფე? რეკომენდაცია I სახის კანის დარბილებისათვის დილით დაბანის მაგივრად სახე უნდა დავისველოთ და მსუბუქი მასაჟი გავიკეთოთ ყინულის ნაჭრებით. ეს ნაჭრები შეიძლება მომზადდეს შემდეგი მცენარეების ნაყენებისგან: გულყვითელა (კალენდულა), ცაცხვის ყვავილი, გვირილა (2 ს/კ 2 ჭიქა წყალზე). ავადუქღოთ, გავაჩეროთ 15 წთ ნელ ცეცხლზე. რეკომენდაცია II თუ სახის კანი გექერცლებათ, ისარგებლეთ შემდეგი გამწმენდი პროცედურით. მოამზადეთ ცაცხვის ნაყენი: 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილს დაასხით 100 გრ ცივი წყალი, აადუღეთ გააჩერეთ 15წთ ნელ ცეცხლზე. გაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ყვავილის თაფლი. ამ შემადგენლობით კარგად დაისველეთ გაწმენდილი სახის კანი და კისერი მთელი კვირის განმავლობაში. პროცედუროს ჩატარება უმჯობესია მწოლიარე მგომარეობაში, მაქსიმალურად მოადუნეთ სხეული. რეკომენდაცია III გაიკეთეთ მკვებავი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. მთელი მასა გულმოდგინეთ აურიეთ, სახეზე წაისვით. ნიღაბი გაიჩერეთ 15 - 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით.

 

როგორ ავიცილოთ მზის მოკიდება? ავიღოთ უმი კვერცხის გული, დავიდოთ ხელის გულზე და კარგად შეივიზილოთ სახის კანში. როდესაც კვერცხი სახეზე შეგახმებათ, სახე თბილი წყლით და საპნით ჩამოიბანეთ.

 

ფერიჭამელების მოცილება სახის კანი ყოველ დილა - საღამოს ხახვის წვენით გაიწმინდეთ. რამდენიმე დღეში ფერიჭამელები გაქრება. ხახვის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ნიორი.

 

ჭორფლი და პიგმენტური ლაქები რჩევა I მათ მოსაცილებლად შეგიძლიათ მოამზადოთ ლოსიონი შემდეგი რეცეპტით: კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ლიომონის წვენს. ნარევს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 0,5 ჩაის ჭიქა ოდეკოლონი. ამ ლოსიონით უნდა გაიწმინოდთ სახე დაწოლის წინ. რჩევა II აიღეთ 1 ყავის ფინჯანი მოხარშული ლობიო, ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 2-3 კოვზი მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის). შემთბარი მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ-ის განმავლობაში. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი ცივი წყალი შეისხით.