როგორ ჩავწეროთ მუსიკა CD ფორმატით - rogor.ge

როგორ ჩავწეროთ მუსიკა CD ფორმატით

 

გადმოწერეთ და გახსენით Ashampoo Burning Studio, შემდეგ მარცხენა მენიუდან ამოირჩიეთ "Rip or Burn Music" და "Create an Audio CD".

 

ჩაყარეთ სასურველი მუსიკები გახსნილ ფანჯარაში, მუსიკის სიხანგრძლივის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 80 წუთს. დააკვირდით "Duration on Audio-CD"-ს, პროგრამის ქვემოთ მარცხენა მხარეს.

 

თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სასურველი პარამეტრები სანამ ჩაწერდეთ მუსიკას, ამისათვის საჭიროა დააკლიკოთ პროგრამის მარჯვენა დაბლითა კუთხეში მდებარე ღილაკს "Change". [u]Normalize the Volume of all tracks[/u] - ნიშნავს ყველა მუსიკის ხმის ერთ დონეზე დაყვანას, ანუ თუ არის მუსიკა ძალიან ხმამაღალი, ზოგი შედარებით დაბალი, ეს ფუნქცია თუ მონიშნულია დაიყვანს ერთ დონეზე ყველა აუდიოს. [u]Do not insert the standard 2 seconds pause between the tracks of the CD[/u] - თუ ეს ფუნქცია მონიშნული არ არის, მუსიკებს შორის იქნება პაუზა 2 წამით (როდესაც მუსიკა მთავრდება და იწყება ახალი).

 

როდესაც დააყენებთ სასურველ კონფიგურაციას, დააკლიკეთ ღილაკს "Next"-ს, "Change Options"-დან ირჩევთ ჩაწერის სიჩქარეს, რაც უფრო დაბალია ჩაწერის სიჩქარე მით უკეთესია, ხოლო ამის შემდეგ კი აკლიკებთ "Write"-ს. პროცესის დასრულების ბოლოს, პროგრამა შეგატყობინებთ ჩაიწერა თუ არა წარმატებით დისკზე თქვენი აუდიო ფაილები.