განათლება

სახლში მეცადინეობა

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მათემატიკა

ავტორი: საბა მდივნიშვილი

თქვენმა პატარამ უკვე იცის ციფრები და აითვისა 10-მდე თვლა? მაშინ თამამად შეგიძლიათ გადახვიდეთ მათემატიკის სწავლაზე! დახმარებისათვის გამოიყენეთ სახელმძღვანელოები, წიგნები, კუბები და სხვადასხვა თანამედროვე გაჯეტები. მაგრამ ძირითადი აქცენტი გააკეთეთ წარმოსახვისა და ლოგიკის განვითარებაზე, რაშიც გამოიყენეთ ყველაზე განსხვავებული მასალები.

 

საფეხურები

  1. 1 ყველაზე პირველი ნაბიჯი არითმეტიკაში არის - პლიუს და მინუს ერთი. მიეცით ბავშვს ფურცელი ან ჯოხი, თქვენთვის მოიძიეთ ასეთივე. ითამაშეთ"ხარბი და გულუხვი მეგობრები", გაახმოვანეთ მოქმედებები: "ერთი ფურცელი და კიდევ ერთი - ახლა შენ გაქვს ორი ფურცელი".

    შემდეგ სეირნობაზე აიღეთ უკვე სამი ერთგვაროვანი ნივთი და ასე შემდეგ.

    თქვენ ვაჟს მოსწონს მანქანები? დააწყვეთ ავტომობილები. გოგონას მოსწონს თოჯინებით თამაში? დათვალეთ კაბები, სათამაშო ფეხსაცმელები, ჭურჭელი.

    ამ მხრივ ყველაზე მარტივად გასაგები და ტრადიციული თამაში არის - სახახლე (теремок). მასში შეგიძლიათ შეასახლოთ ვინც გინდათ და რამდენიც გინდათ, მთავარია - მაცხოვრებლები დაუმატოთ სათითაოდ, გაიმეოროთ ბევრჯერ, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ბავშვი მზადაა აღსაქმელად.

    სათამაშოების "გამოსახლება" განახორციელეთ იმავე სქემით.
  2. 2 გამოთვლის პროცესი გაართულეთ მწყობრში და თანდათანობით დაწყობით. არ იჩქაროთ. მოიგონეთ სხვადასხვაგვარი თამაშები. თოჯინებს შეუძლიათ წყვილებად იარონ სტუმრად, ხოლო მანქანებს სხვადასხვა რაოდენობის ტვირთის გადატანა. ბიჭებს ასევე მოსწონთ უჩვეულო მასალებთან თამაში: შეიძლება დათვალოთ, ვინ გახეთქავს უფრო მეტ საჰაერო ბუშტს, ან ჩაასხათ ჭიქებში განსხვავებული ფერის წყალი, ან გააკეთოთ სხვადასხვა ფერის ყინული იმისათვის, რომ შემდგომში დაალაგოთ იგი კუბებად და მათი დახმარებით შეუდგეთ მათემატიკის მეცადინეობას.
  3. 3 მოაწყვეთ ახლობლების საღამო, დაითვალეთ ყველა სტუმარი: ბებიები და ბაბუები, დები და ძმები, ბიძები და დეიდები. შესანიშნავი იქნება, თუ მართლაც გაქვთ დიდი მხიარული ოჯახის სტუმრად დაპატიჟების, დიდ მაგიდასთან შეკრების საშუალება. მაგრამ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოალბომი. მიუმატეთ და გამოაკელით კატეგორიებად დანაწილებული ნათესავები. მაგალითად, ოჯახური და ნათესაური კავშირის, ასაკის, ძლიერი და მშვენიერი სქესისადმი მიკუთვნებულობის მიხედვით.
  4. 4 არითმეტიკის ათვისება ძალიან კარგად ხდება კანფეტებთან ერთად, ხოლო თუ დიათეზის გეშინიათ, აიღეთ თხილები, ხმელი ხილი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვს არ გადასცდეს საკვები, იმის მოყოლის დროს, თუ რამდენი კამფეტი დარჩა და რამდენი შეჭამა უკვე.
  5. 5 სამაგიდო თამაშები კუბებთან, აქციეთ ყოველდღიურ რიტუალად. დასაწყისისათვის შეარჩიეთ ყველაზე მარტივები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი გმირები. ასეთების დადზადება დამოუკიდებლადაც შეიძლება. შესაძლებელია, მსგავსმა ნაკლებლადმოძრავმა გართობებმა დიდხანს ვერ შეინარჩუნონ ბავშვის ყურადღება, მაგრამ 10-15 წუთიც საკმარისია იმისათვის, რომ პატარა თავში შეინახოს სასარგებლო ცოდნა.
  6. 6 ციფრების ფარგლებში შეკრება-გამოკლების ათვისების შემდეგ, გადადით ათეულებზე, ასეულებზე. აქ უკვე დაგჭირდებათ რიცხვები. უბრალოდ აუხსენით ბავშვს, რომ ათეულები მოსდევენ ციფრებს, ასეულები კი ათეულებს და მიუწერეთ ნოლები. ამ დროს არ გამოიყენოთ ზმნა "მიმატება". ნოლები არ არის მიმატებული, არამედ ისნი გამოიყენება უშუალოდ აღნიშვნისათვის. მნიშვნელოვანია ამის ახსნა სკოლამდელი ბავშვისათვის, რადგან შემდეგ მან აღიქვას ბევრად რთული დავალებები. დიდი რიცხვებით ოპერირება მარტივია, როცა გესმის დამუშავების მათი პრინციპი.
  7. 7 ახლა სკოლებში ხშირად აზეპირებენ არა მარტო გამრავლების ტაბულას, არამედ ზოგიერთ სხვა მაგალითს (ათეულებზე გადასვლას - დავუშვათ, 8+7). რა თქმა უნდა, სხვა მეთოდებსაც აქვთ არსებობის უფლება. ცნობისმოყვარე ნამცეცებს დააინტერესებთ უამრავი სახის ახსნა და ამოცანები, თუ მათ ინფორმაცის დამაინტრიგებელი ფორმით და ორგინანური "წახალისებების" საშუალებით მიაწვდით.
  8. 8
    ყველაფრის დათვლა შეიძლება: მანქანების, ხეების, ფანქრების, ბალიშების, სათამაშოების, ჭიქების, თეფშების (ასევე დამტვრეულების). მაგრამ თვითონ მნიშვნელობები (ციფრები) ცოტახნით გვერდზე გადადეთ. შეკრება და გამოთვლა აქციეთ მხიარულ თამაშად.

    კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ "მათემატიკურ გართობას" მიმართავთ სეირნობის დროს. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ფიზიკური მოქმედება აჩქარებს ტვინის უკრებების განვითარებას: ასე, რომ ყველაზე ახალგაზრდა მათემატიკოსები ინფორმაციას ითვისებენ ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად, როცა ისინი თამაშობენ.

გაფრთხილებები

  • ითამაშეთ, ერთად მოძებნეთ პასუხები შეკითხვებზე, ივარჯიშეთ ყოველდღე და თქვენ აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს. მთავარია - არ დააძალოთ და არ დააჩქაროთ მოვლენები, მაშინ ყველაფერი ისეთი მარტივი იქნება, როგორც ორჯერ ორი!