როგორ გავაგზავნოთ SMS უფასოდ - rogor.ge

როგორ გავაგზავნოთ SMS უფასოდ

 

ჯეოსელი - sms.ge ეს არის ჯეოსელის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელზეც რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ შეძლებთ ამ ოპერატორის მომხმარებლებისათვის SMS-ის უფასოდ მიწერას, მათ წიგნაკში დამატებას და გაგზავნილი მესიჯების შენახვას. სისტემაში შესასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ამ გვერდზე. ანგარიშის პაროლის დავიწყების შემთხვევაში მისი აღდგენა შეგიძლიათ ამ გვერდზე. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შეავსოთ ყველა მითითებული ველი და დაეთანხმოთ ქვემოთ მოყვანილ პირობებს.

 

მაგთი - magtifun.ge ეს არის მაგთის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელზეც რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ ნებისმიერი (საქართველოში არსებული) ოპერატორის მომხმარებლებისათვის SMS-ის უფასოდ გაგზავნას, მათ წიგნაკში დამატებას და გაგზავნილი მესიჯების შენახვას. სისტემაში შესასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ამ გვერდზე. ანგარიშის პაროლის დავიწყების შემთხვევაში მისი აღდგენა შეგიძლიათ ამ გვერდზე. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შეავსოთ ყველა მითითებული ველი და დაეთანხმოთ ქვემოთ მოყვანილ პირობებს. *-ით აღნიშნულია ის ველები, რომელთა შევსებაც სავალდებულოა ანგარიშის შესაქმნელად.

 

ბილაინი - beeline.ge ბილაინის საიტი დანარჩენებისგან გამოირჩევა იმით, რომ მისი საშუალებით SMS-ის გასაგზავნად არ არის საჭირო რეგისტრაციის გავლა. შეგიძლია პირდაპირ გადახვიდეთ ამ გვერდზე და გააგზავნოთ ტექსტური გზავნილი ბილაინში დარეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებლის ტელეფონზე, აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენ 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ გააგზავნოთ 20 SMS და თან მესიჯის მიმღები ვერ შეიტყობს თქვენს ნომერს.