ჯანმრთელობა

რეცეპტები და სამედიცინო რჩევები

როგორ დავწიოთ მაღალი წნევა სწრაფად

ავტორი: საბა მდივნიშვილი

წნევის ცვალებადობა მეტყველებს ორგანიზმის დაზიანებაზე. მაგალითად, მაღალ წნევას თან ახლავს არა მარტო ცუდი თვითშეგრძნება, არამედ მას შეუძლია მიგვიყვანოს ლეტალურ შედეგამდე. ამიტომაც საჭიროა იმოქმედოთ შეუყოვნებლად.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 4
  • მარილი
  • ლავანდას ზეთი
  • კატაბალახას ექსტრაქტი
  • ნიორი
  • თიხა
  • 5
  • სელის თესლი
  • კატაბალახა
  • შავბალახა
  • ასკილის მარცვლები
  • კუნელი მარცვლები
  • 7
  • ძმარი
  • 8
  • ფორთოხალი
  • ლიმონი
  • 2 ჭიქა შტოში
  • ჭნავის ნახოფი

საფეხურები

  1. 1 გამოავლინეთ მიზეზი
    ძალიან ხშირად წნევა იწევს განცდების ან ძლიერი ნერვიულობის გამო. ასეთ სიტუაციებში საჭიროა მიიღოთ დამამშვიდებელი საშუალება და დაისვენოთ. მაღალი წნევა ასევე შეიძლება იყოს რომელიმე ორგანოს დაზიანების შედეგი, მაგალითად თირკლემების. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიზეზის და არა შედეგის აღმოფხვრა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორგანოს, რომელიც იწვევს წნევის აწევას.
  2. 2 დალიეთ მჟავე
    კარგად მოქმედებს მწვანე ჩაი ლიმონით ან კარკადე. თუ წნევა გიწევთ ხშირად, მაშინ შეგიძლიათ მიირთვათ ეს სასმელები რეგულარულად – პროფილაქტიკის მიზნით.
  3. 3 გაიკეთეთ მასაჟი
    ეს შეიძლება იყოს როგორც თავისა და კისრის თვითმასაჟი, ასევე წერტილოვანი ან წელის მომადუნებელი და სამკურნალო მასაჟები. უკანასკნელი კურსებად ტარდება პროფილაქტიკის მიზნით.
  4. 4 მიიღეთ აბაზანა
    წნევის დასაწევად, წყალი უნდა იყოს სხეულის ტემპერატურის შესაბამისი. საჭიროა მასში ჩაამატოთ მარილი და ლავანდას ზეთი ან კატაბალახას ექსტრაქტი. სხვათა შორის, ასეთი აბაზანების ძილის წინ რეგულარულად მიღების დროს, შესაძლებელია წნევის მკვეთრი ცვალებადობის თავიდან აცილება. ასევე ძალიან ეფექტურია საშუალებაა აბაზანა ნივრითა და თიხით (აბაზანის წყალზე ერთი თავი დაწყლეტილი ნიორი და 3 მუჭა თიხა). მისი მიღება საჭიროა 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ კი მთელი ტანის კარგად გამშრალება უხეში პირსახოცით.
  5. 5 სვით ნახარშები
    ბალახების სწორ შეთავსებას შეუძლია წნევის ძალიან სწრაფად დაწევა. საჭიროა შეურიოთ გასნხვავებული პროპორციებით სალის თესლი, კატაბალახა, შავბალახა და დაუმატოთ რამდენიმე მარცვალი ასკილი და კუნელი. დაუმატეთ ადუღებული წყალი, დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ კი დალიეთ.
  6. 6 მოამზადეთ კომპრესი
    გახსენით წყალში მარილი და მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ პირსახოცი. დაკეცეთ იგი რამდენიმე ფენად და მიიდეთ წელზე. იმავე ხსნარში დაასველეთ მარლა და შემოიხვიეთ თავის გარშემო.
  7. 7 გამოიყენეთ სველსაფენი
    ნაჭრის მცირე ნაწილები დაასველეთ ძმარში (9%) და მიიდეთ ფეხის გულებზე. ფიქსაციისათვის შეგიძლიათ ზევიდან ამოიცვათ ნასკები და გეცვათ წნევის დაწევამდე.
  8. 8 არ დაგავიწყდეთ ხილი და კენკრა
    მოამზადეთ წნევის დამწევი სასარგებლო და გემრიელი საშუალება: 2 ფორთოხალი და ლიმონი უნდა გაატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში და შეურიოთ 2 ჭიქა შტოშს. სურვილისამებრ დაამატეთ შაქარი და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2 ჯერ დღეში . შეტევის დროს შეჭამეთ შავნაყოფა ჭნავის (ცირცელი) ნაყოფი.