როგორ მოვამზადოთ სტაფილოს კისელი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ სტაფილოს კისელი

 

კისელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ახალი სტაფილო, ლიმონის წვენი, კარტოფილის კრახმალი, შაქარი და ადუღებული წყალი.

 

გახეხეთ სტაფილო რაც შეიძლება წვრილ ნაწილებად.

 

ლიმნის წვენში გახსენით კარტოფილის კრახმალი.

 

ჩაასხით წყალი მცირე ზომის ქვაბში, რომელშიც თქვენ მოხარშავთ სტაფილოს. სტაფილო ჩაყარეთ მაშინ, როდესაც წყალი ადუღდება.

 

ხარშეთ სტაფილო დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ ქვაბისთვის სახურავის დაფარება.

 

გადაწურეთ ნახარში მარლის გამოყენებით. რაც მარლაზე დარჩება გადააგდეთ ხოლო სითხეში დაამატეთ შაქარი, ისევ დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. ამის შემდეგ, დაამატეთ ლიმონის წვენისა და კრახმალის ხსნარი. ეცადეთ, რომ მიღებული წვენი არ ადუღდეს. ამისათვის გირჩევთ ცეცხლი მინიმუმამდე დაიყვანოთ და მოურიოთ 1 წუთის განმავლობაში.

 

კისელი მზად არის! შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრასთან ცხელი, თბილი ან უკვე გაციებული.