როგორ მოვიშოროთ თეთრი ლაქები სხეულიდან - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ თეთრი ლაქები სხეულიდან

 

სხეულზე თეთრი ლაქების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმ–დერმატოლოგს. ეს შეიძლება სულაც არ იყოს ვიტილიგო, არამედ უბრალო კანის სოკოვანი დაავადება, ზოგჯერ პიტირიაზი. გამოკვლევის და ყველა ანალიზის ჩატარების შემდეგ თქვენ გეტყვიან უფრო ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავენ მკურნალობას. თუ დაგიდასტურდებათ ვიტილიგო, მაშინ მოიკრიბეთ მოთმინება. მისი მკურნალობისთვის ზოგჯერ წლებია საჭირო, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გამოჯანმრთელების სურვილზე და ექიმების პროფესიონალიზმზე.

 

ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერი დასხივების პროცედურას, ის აღიარებულია ვიტილიგოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად. იმავე პრინციპით მოქმედებს პუვა–თერაპია, მაგრამ იგი ბოლო დროს იშვიათად გამოიყენება. თან არსებობს უკუჩვენებები, ვინაიდან გამოიყენება სცეპიალური ნივთიერება და ლაზერი. ასევე თქვენ შეიძლება შემოგთავაზონ ტალღური დასხივება, რომელიც საკმაოდ კარგად გადააქვთ პაციენტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდი უნდა შეარჩიოს ექიმმა, ხოლო თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი აზრი. არ დაიწყოთ არავითარი მკურნალობა დანიშნულების გარეშე, ვიტილიგო ძალიან სერიოზული დაავადებაა, რომელსაც შეუძლია პროგრესირება, რის შედეგადაც თქვენი სხეულზე გაჩნდება მოზრდილი ზომის თეთრი ლაქები.

 

გამოიყენეთ სამკურნალო ბალახები. კარგად მოქმედებს ოხრახუშის წვენი, შეიზილეთ იგი კანზე დღეში რამდენჯერმე. შეეცადეთ გამოიყენოთ წითელი თიხა. შეურიეთ იგი ჯანჯაფილის წვენს განსხვავებული პროპორციით და წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე. ეს არის თეთრი ლაქების მოსაშორებელი ორი ყველაზე უწყინარი მეთოდი. მკურნალობის ხალხური მეთოდები უნდა გირჩიოთ ექიმმა, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. სამკურნალო ბალახებმა შეიძლება მოგიტანოთ არა მარტო სარგებელი, არამედ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

 

გაესაუბრეთ ექიმს მკურნალობის კარდინალურ მეთოდზე – კანის გათეთრებაზე, თუ რა თქმა უნდა, დანიშნული მკურნალობა არ გამოიღებს დადებით შედეგს. მოცემულ პროცედურას აქვს უკუჩვენებები და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როცა ხალხური და სამედიცინო საშუალებებით მკურნალობა ხდება უძლური.