როგორ ჩავატაროთ გამოკითხვა Facebook–ზე - rogor.ge

როგორ ჩავატაროთ გამოკითხვა Facebook–ზე

 

კითხვის დასმა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ "ჯგუფში", რომელშიც ხართ გაწევრიანებული ან გვერდზე, თუ ის თქვენ გეკუთვნით. ამ სურათში მოყვანილია ჯგუფის ნიმუში. დააკლიკეთ ღილაკს "Ask Question".

 

ჩაწერეთ მოცემულ ველში თქვენთვის სასურველი კითხვა.

 

მიუთითეთ პასუხები. თქვენ არ ხართ შეზღუდული პასუხების რაოდენობაში. ქვედა ნაწილში მონიშნულია ფუნქცია "Allow anyone to add options". მისი მონიშვნით თქვენ აძლევთ უფლებას მომხმარებლებს, რომ დაამატონ საკუთარი პასუხები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია სურვილისამებრ.