როგორ ვიპოვოთ საჭირო დრაივერი (Driver Pack Solution) - rogor.ge

როგორ ვიპოვოთ საჭირო დრაივერი (Driver Pack Solution)

 

გახსენით ქვემოთ მითითებული ბმული და გადმოწერეთ პროგრამა Driver Pack Solution Lite. ეს უტილიტი სრულიად უფასოა და აწარმოებს სისტემის სრულ ავტომატურ შემოწმებას. მოწმდება ყველა მოწყობილობა, როგორც მოძველებული დრაივერის მქონე, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე მყოფი. Driver Pack Solution Lite-ს გადმოსაწერი გვერდის ბმული ზომა: 376.93 KB

 

დააინსტალირეთ გადმოწერილი ფაილი თქვენს კომპიუტერზე და ჩართეთ პროგრამა Driver Pack Solution Lite. პროგრამის ფანჯრის გახსნის შემდეგ, დაიწყება სისტემის სკანირება, რომელიც გრძელდება 10-15 წუთი, რაც დამოკიდებულია კომპიუტერის სიმძლავრეზე. შემოწმების შემდეგ, თქვენ ფანჯრის ქვედა ნაწილში დაინახავთ ბმულს Install. დააჭირეთ მას და პროგრამა დამოუკიდებლად გადმოწერს და დააყენებს თქვენი კომპიუტერისათვის საჭირო დრაივერებს. ეს მეთოდი შეესაბამება მათ, ვისაც აქვს ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი.

 

იმ შემთხვევაში, როცა არ გაქვთ ინტერნეტთან წვდომა, გიწევთ უფრო რთული საშუალების გამოყენება. მაგალითად, გადმოწერეთ Driver Pack Solution-ის სრული ვერსია პირველ ნაბიჯში მითითებული ბმულიდან სხვა კომპიუტერში და ჩაწერეთ დისკზე ან ფლეშკაზე. შემდეგ უბრალოდ დააყენეთ პროგრამა თქვენს კომპიუტერზე. სრული ვერსიის დაინსტალირება ხდება ისევე, როგორც Lite ვერსიის.

 

რთულ შემთხვევებში, როცა ვერ ხერხდება სასურველი დრაივერის სტანდარტულ ბაზებში მოძებნა, სცადეთ ხელოვნურად მოძებნა. გახსენით Device Manager.

 

გაარკვიეთ იმ მოწყობილობის იდენტიფიკატორი, რომლისთვისაც ეძებთ დრაივერს. ამისათვის Device Manager-ის მარჯვენა ნაწილში მოძებნეთ ყვითელი ძახილის ნიშნით აღნიშნული წარწერა. დააკლიკეთ ამ ნაწერს მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Properties. გადაერთეთ დაფაზე Details და ჩამოშლილ ჩამონათვალში აირჩიეთ Device Instance id. მის ქვემოთ თქვენ ნახავთ რამდენიმე ასეთი სახის [i]PCI\VEN_1002&DEV_68B8&SUBSYS_E144174B&REV_00, где VEN_1002&DEV_68B8[/i], რომელიც თავად არის იდენტიფიკატორი.

 

მოძებნეთ შესაბამისი დრაივერი ხელოვნურად. გახსენით ინტერნეტ ბრაუზერი და ნებისმიერი საძიებო სისტემა. საძიებო ველში შეიყვანეთ მოწყობილობის ID (საიდენტიფიკაციო კოდი) და Download Driver. მაგალითად: PCI\VEN_1002&DEV_68B8&SUBSYS_E144174B&REV_00, где VEN_1002&DEV_68B8 Download Driver