ავტო და მოტო

მოვლა და შეკეთება

როგორ გავაპრიალოთ მანქანის საბურავები (დისკები)

როგორ გავაპრიალოთ მანქანის საბურავები (დისკები)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

სუფთა ავტომანქანა მეტყველებს მისი მეპატრონის ხასიათსა და მოწესრიგებულობაზე. მოგეხსენებათ, რომ მანქანის საბურავები არც თუ ისე იაფი ღირს და არ არის საშუალება, რომ ხშირად ვცვალოთ ისინი. ამ ინსტრუქციაში, თქვენ გაეცნობით, თუ როგორ უნდა მოუაროთ და გარეცხოთ მანქანის საბურავები ისე, რომ გამოიყურებოდნენ როგორც ახლები. ამისათვის კი უმნიშვნელო ნივთები და მცირე დრო დაგეკარგებათ - სანაცვლოდ კი მიიღებთ სუფთა მანქანის საბურავებსა და მოწესრიგებული ადამიანის იმიჯს.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • წყალი
  • ღრუბელი
  • ღრმა ჭურჭელი
  • სარეცხი საშუალება
  • კოკა-კოლა

საფეხურები

  1. 1 დავიწყოთ ნაცნობი ეტაპებით. დააყენეთ მანქანა თქვენთვის კომფორტულად, რომ შეძლოთ ყოველი მხრიდან ადვილად მიუდგეთ მას. დაასველეთ მანქანის საბურავები კარგად. როგორც კი ნახავთ, რომ ბოლომდე სველია ყველა საბურავი გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
  2. 2 აიღეთ სპეცილაური ჭურჭელი, სასურველია ღრმა, რათა მოთავსდეს მეტი წყალი. ჩაყარეთ ან ჩაასხით მასში რამე სარეცხი საშუალება. სასურველია, თუ გამოიყენებთ ტანსაცმლის სარეცხ საშუალებებს, მაგრამ ასევე გამოდგება ჭურჭლის სარეცხი ნივთიერებებიც. აურიეთ ერთმანეთში წყალი და სარეცხი საშუალება აქაფებამდე.
  3. 3 აიღეთ ღრუბელი, კარგად დაასველეთ ქაფში და წაუსვით ჯერ საბურავების, (რეზინის ნაწილის გარეშემო) შემდეგ კი დისკებზე. შეატყობთ, რომ ბევრი ჭუჭყი და სიბინძურე ჩამოირეცხება, ნუ ჩაყოფთ ჭურჭელში პირდაპირ ქაფს, გაავლეთ წყალი და ისევე ხელახლა ჩაალბეთ ქაფში. ასე მოიქეცით ოთხივე საბურავზე. ქაფის გარეჩერება აუცილებელია, დაელოდეთ 5 წუთი, ნუ ჩამორეცხვათ მაშინვე.
  4. 4 ახლა კი გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მოიმარჯვეთ იგივე ღრუბელი, გადაავლეთ წყალი, გაასუფთავეთ. გაწურეთ კარგად. აიღეთ კოკა-კოლა დაასხით ღრუბელს ისე, რომ გაიჟღინთოს ბოლომდე. დაუარეთ ყველა საბურავს და სათითაოდ გაწმინდეთ ის კოკა-კოლით. დაელოდეთ კვლავ 5 წუთი და წყლის მეშვეობით ჩამორეცხეთ.

გაფრთხილებები

  • არსებობს სპეციალური საბურავის საწმენდი საშუალებები, მაგრამ ისინი რათქმაუნდა კოკა-კოლაზე და უბრალო სარეცხ საშუალებებზე გაცილებით ძვირი ღირს. ამიტომაც გირჩევთ ამ ხერს.