კომპიუტერი და ინტერნეტი

პროგრამები და ჩანართები

როგორ გავაკეთოთ ძველი ფოტოს ეფექტი (Adobe Photoshop)

როგორ გავაკეთოთ ძველი ფოტოს ეფექტი (Adobe Photoshop)

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ინსტრუქციაში ახსნილია, როგორ გავაკეთოთ ძველი ფოტოს ეფექტი Adobe Photoshop

 

საფეხურები

  1. 1 გახსენით ფოტო, რომელიც გსურთ გადააქციოთ ძველი სტილის ფოტოდ.

  2. 2 შექმენით ახალი, სურათზე უფრო დიდი, დოკუმენტი თეთრი ფონით ბრძანებით File > New (Ctrl+N). აირჩიეთ ხელსაწყო ”Move Tool” (V) და გადაათრიეთ სურათი ახალ დოკუმენტში.
  3. 3 შექმენით ახალი ფენა ბრძანებით Layer > New > Layer (Ctrl+Shift+N) და მოათავსეთ იგი ორ არსებულ ფენას შორის. დაარქვით მას ”frame”.
  4. 4 გააქტიურეთ ფენა frame. აირჩიეთ ხელსაწყო Restangular Marquee Tool (M) და გააკეთეთ მონიშვნა ფოტოს გარშემო. შეავსეთ იგი 10 %-იანი ნაცრისფერით. მოხსენით მონიშვნა (Ctrl+D). (სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ჩარჩოს ჩრდილის ეფექტი).
  5. 5 გააქტიურეთ ფოტოიანი ფენა. შეასრულეთ ბრძანება Image > Adjustments > Desaturate (Shift+Ctrl+U).
  6. 6 შეასრულეთ Image > Adjustments > Hue/Saturation: Colorize > მონიშნული; Hue > 32; Saturation > 25; Lightness > 0.