როგორ გავაკეთოთ სარჩევი Microsoft Word 2007-ში

დოკუმენტის სარჩევი ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს. ჯერ ერთი, ის საშუალებას აძლევს მკითხველს, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას დოკუმენტის შინაარსისა და სტრუქტურის შესახებ. მეორეც, ის ამარტივებს და აჩქარებს დოკუმენტის შემადგენელი ნაწილების ძიებას: თავების, პარაგრაფების, ცალკეული სტატიებისა და სხვა განყოფილებების. თავისი ბუნებით სარჩევი მიმანიშნებელია. ის აკავშირებს განყოფილებების სახელწოდებებს გვერდების ნომრებთან, რომლებზეც ეს განყოფილებები თავსდება.
საფეხურები
- 1 სარჩევის შექმნისა და მომსახურების საშუალებები განთავსებულია References ჩანართზე ჯგუფში Table of Contents. კურსორი დოკუმენტის იმ ადგილას დააყენეთ, სადაც საჭიროა სარჩევის ჩასმა.
- 2 ჯგუფში Table of Contents დააჭირეთ ღილაკს Table of Contents. გაიხსნება სარჩევის შაბლონების კოლექცია
- 3 გახსნილ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ ბრძანება Insert Table of Contents.
- 4 მრიცხველის Show leveles დახმარებით აირჩიეთ სათაურები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ სარჩევში. სარჩევის შემადგენლობაში იქნება მხოლოდ მითითებული დონისა და უფრო მაღალი დონეების სათაურები.
- 5 Formats გაშლად სიაში აირჩიეთ სარჩევის პუნქტების გაფორმების სტანდარტული საშუალება.
- 6 თუ აუცილებელია სარჩევის პუნქტების გაფორმება განსაზღვრული სტილით, აირჩიეთ გაშლად სიაში Formats პუნქტი Templates.
- 7 სარჩევის პუნქტების გაფორმების სტილის არჩევისა და მომართვისთვის გამოიყენება ღილაკი Modify. თუ დოკუმენტი საბეჭდია, მაშინ გვერდების ნომრების საყოველთაოდ მიღებული გაფორმებისთვის ჩართეთ ალმები Show page numbers და Right align page nubers.
- 8 Tab leader გაშლად სიაში აირჩიეთ სარჩევის პუნქტის ტექსტსა და გვერდის ნომერს შორის თავისუფალი არის შევსების საშუალება. აკონტროლეთ სარჩევის სახე პანელზე Print Prewview.