როგორ შევიყვანოთ სიმბოლოები Microsoft Word 2007-ში - rogor.ge

როგორ შევიყვანოთ სიმბოლოები Microsoft Word 2007-ში

 

სიმბოლოები განთავსებულია Insert ჩანართის ჯგუფში Symbols ([i]სიმბოლოები[/i]).

 

ის ამოქმედდება ღილაკით Symbol. ამ დროს იხსნება პალიტრა, რომელიც 20 სხვადასხვა სიმბოლოს შეიცავს.

 

თუ თქვენთვის საჭირო სიმბოლო მათ შორის არის, მიეცით ბრძანება More Symbols ([i]სხვა სიმბოლოები[/i]). გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Symbol. სწორედ ის წარმოადგენს თვითნებური სიმბოლოების შეყვანის საშუალებას.

 

თვითნებური სიმბოლოების შეყვანის მიმდევრობა > დააყენეთ კურსორი იმ ადგილას, სადაც საჭიროა სიმბოლოს ჩასმა. > გახსენით Insert ჩანართი. > ჯგუფში Symbols დააჭირეთ ღილაკს Symbol. > გახსნილ მენიუში აირჩიეთ ბრძანება More Symbols, გაიხსნება ფანჯარა Symbol. > გაააქტიურეთ ჩანართი Symbols. > ჩამოშლად სიაში Font ([i]შრიფტი[/i]) აირჩიეთ შრიფტული გარნიტურა, რომელშიც არის საჭირო სიმბოლო. > უნივერსალური გარნიტურებისთვის სიმბოლოს კატეგორიის დაზუსტების საშუალებას იძლევა გაშლადი სია Subset-ნაკრები. > სიმბოლოების ცხრილში საჭირო სიმბოლო აირჩიეთ. > სიმბოლო ჩაისმება დოკუმენტში Insert ღილაკზე დაწკაპუნებით. > მომავალში მარტივი, რომ იყოს მოცემული სიმბოლოს ჩასმა, შეიძლება მოიმართოს მისი შეყვანა ავტოშეცვლის მექანიზმის დახმარებით. > სიმბოლოების ჩასმის სხვა მეთოდი სრულდება კლავიშთა სპეციალური კომბინაციის მომართვით. > სიმბოლოს ჩასმის შემდეგ ფანჯარა Symbol არ იხურება. ეს საშუალებას იძლევა ჩასვათ რამოდენიმე სიმბოლო, თუ ეს საჭიროა. ფანჯარა დაიხურება დახურვის ღილაკზე დაწკაპუნებით, რომელიც მოთავსებულია დიალოგური ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში.