როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი) - rogor.ge

როგორ მოვირჩინოთ ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი)

 

0,5კგ სტაფილო, ამდენივე ქიშმიში გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ 500გრ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო ს/კ.

 

თითო კგ თეთრი ხახვი და შაქარი 2ლ წყალში მოადუღეთ და მიიღეთ რამდენსაც შეძლებთ.

 

500გრ ნედლი ან 300გრ ხმელი (აგვისტოში აღებული) ვარდკაჭაჭა ხარშეთ 3ლ წყალში, სანამ 1,5ლ-ზე დადუღდება. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 100გრ თითო მიღებაზე ჭამის წინ. უებარი ნაცადია.

 

ორი ს/კ კამის თესლი (კამა, რომელიც აფთიაქში იხმარება) 1ლ მდუღარე წყალზე დააყენეთ 24 საათის განმავლობაში. გაწურეთ და თითო ღვინის ჭიქა მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

 

2კგ ანწლის მწიფე ნაყოფს დააყარეთ 2კგ შაქრის ფხვნილი და მზეზე დადგით. მიიღება ნაყენი. ავადმყოფს მიეცით არყის ჭიქით დღეში 3-ჯერ.

 

აიღეთ ათი ცალი თესლგაცლილი ლიმონი, დაკეპეთ კანიანად, აურიეთ 0,5კგ მაისის თაფლი, მიიღეთ ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

 

4 ცალ ყვითელ ზაფრანას დაასხით 5 ც/ჭ მდუღარე და ადუღეთ 3 წთ. გააჩერეთ 24 სთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 50მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე. გაიმეორეთ ერთი კვირის შესვენების შემდეგ.

 

დანაყეთ 1 მუჭა ქრისტესისხლას ფოთოლი (ყუნწებიანათ). დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 100მლ დღეში 3-ჯერ. ეს წამალი შველის სასქესო ორგანოების ქავილსაც.