როგორ ვითამაშოთ ონლაინში (Gameranger) - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ ონლაინში (Gameranger)

 

პირველ რიგში, საჭიროა გადმოწეროთ პროგრამა Gameranger. გადმოწერილი ფაილის გახსნის შემდეგ დაყენების დასაწყებად გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს Install. GameRanger-ის ბოლო ვერსიის გადმოწერა (105KB)

 

ინსტალაციის დაწყებამდე საჭიროა ცოტა ხანს მოცდა, რადგან პროგრამა ეძებს ინტერნეთში უახლეს განახლებებს და აყენებს მას თქვენს კომპიუტერში, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს Next, ისევ Next და ბოლოს Agree.

 

დარეგისტრირებული ანგარიშის (Account) ქონის შემთხვევაში დააჭირეთ Use My Existing Account, ხოლო თუ პირველად იყენებთ ამ პროგრამას, დააჭირეთ Create a new Account.

 

ამის შემდეგ ორჯერ დააჭირეთ Next-ს და მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა და პაროლი (გაიმეორეთ ორჯერ). შემდეგ ჩაწერეთ Nickname (ზედმეტსახელი) და თქვენი ნამდვილი სახელი.

 

ამ ყველაფრის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს Next, აირჩიეთ ქვეყანა, რომელიც არაა აუციელებლი იყოს ზუსტი, ბოლოს კი კვლავ დააჭირეთ Next-ს.

 

ჩათვალეთ, რომ თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ. დარჩა მხოლოდ ელ-ფოსტის ვალიდურობის დადასტურება, რისთვისაც საჭიროა საკუთარ მეილზე შესვლა და ანგარიშის გააქტიურება.

 

გააქტიურების შემდეგ ჩართეთ პროგრამა GameRanger. ავტომატურად გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც იქნება ჩამოთვილი ყველა შესაძლო თამაშის დასახელება (All Games), მის ნაცვლად თქვენ უნდა აირჩიოთ My Games, რის შემდეგადაც შეძლებთ თქვენს კომპიუტერში არსებული თამაშების თამაშს.