როგორ მოვამზადოთ ღორის ხორცი კარტოფილითა და ხახვით

ამ რეცეპტით მომზადებული ღორის ხორცი არის ძალიან გემრიელი და არომატული ვინაიდან "გამოცხობის" პროცესში კარტოფილი და ნაღები მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- ღორის რბილი ხორცი - 700 გრამი
- იასამნისფერი ხახვი - 1 ცალი
- მზესუმზირის რაფინირებული ზეთი - 100 მლ
- კარტოფილი - 8 ცალი
- ნაღები - 200 მლ
- ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
- მარილი
- პილპილი
საფეხურები
- 1 მოიმარაგეთ ინგრედიენტები. ამ კერძის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ღორის ხორცის რბილი, წვრილი კარტოფილი, ნაღები, იასამნისფერი ხახვი, მარილი, პილპილი, რაფინირებული მზესუმზირის ზეთი და ფქვილი.
- 2 დაჭერით ღორის ხორცი საშუალო ნაჭრებად და დაამატეთ მარილი და პილპილი.
- 3 ამოავლეთ ხორცის ნაჭრები ფქვილში.
- 4 შეწვით ხორცი გახურებულ ტაფაზე (ძალიან ცოტა ზეთის გამოყენებით) სანამ არ შეოქროსფერდება. გადმოიტანეთ შემწვარი ხორცი თეფშზე, დააფარეთ ფოლგა და დროებით დატოვეთ.
- 5 დაჭერით ხახვი როგორც სურათზეა ნაჩვენები.
- 6 გაფცქვენით და დაჭერით კარტოფილი - თითო 2-4 ნაჭრად ზომიდან გამომდინარე (სასურველია პატარა ზომის კარტოფილი).
- 7 დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- 8 დაიწყეთ კარტოფილის შეწვა ცხელ ტაფაზე მცირეოდენი ზეთის გამოყენებით. როგორც ხორცის შემთხვევაში თქვენი მიზანია არ შეწვათ კარტოფილი "ბოლომდე".
- 9 გადმოიტანეთ ხორცი, ხახვი და კარტოფილი გამოსაცხობ ფორმაში.
- 10 დაამატეთ ნაღები.
- 11 დახურეთ ფორმა ფოლგით.
- 12 შედგით გამოსაცხობად წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 °C-ზე დაახლოებით 40 წუთით. სუფრაზე მიიტანეთ მაშინვე როგორც კი მომზადდება. გარნირი - ახალი ბოსტნეული.