როგორ ვუმკურნალოთ თვალის გადაღლილობასა და ანთებით პროცესს - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ თვალის გადაღლილობასა და ანთებით პროცესს

 

სამუშაო დღის შემდეგ დაქანცული თვალებისათვის კარგი იქნება, ჩაის ცივ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები, რომლებიც კარგად უნდა გაიკრათ ნაჭრით, 15-20 წუთის განმავლობაში.

 

გადაღლილ თვალებს ძალზე შველის, თუ ქუთუთოებს საჩვენებელი და შუა თითით დააწვებით, სანამ ყვითელი წრეები არ წარმოიქმნება; შემდეგ ერთბაშად აუშვით თითები, გაიმეორეთ 2-3 ჯერ.

 

თუ თვალები გადაგეღალათ, თვალის კაკლები რამდენჯერმე სხვადასხვა მხარეს ატრიალეთ - მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ თავი გქონდეთ უძრავად.

 

თუ მხედველობა გაგიუარესდათ, თავლები ცივი წყლით, ან მარილ შეზავებული ცივი წყლით ამოიბანეთ.

 

თვალის დაღლილობის მოსახსნელად დახატეთ მინაზე წერტილი და მისგან 30სმ-ის დაშორებით ხან მას უცქირეთ, ხან - რომელიმე შორეულ საგანს.

 

ასევე შეწითლებული ქუთუთოების სამკურნალო და თვალებზე მიმქრალი ელვარების აღსადგენი საშუალება: 10 გრ ღიღილოს ხმელი ყვავილი ჩაყარეთ 200გრ მდუღარე წყალში და 2 საათით გააჩერეთ. ამ სითხეში დასველებული დოლბანდით თაველბზე საფენები გაიკეთეთ და თავად იხილავთ საკუთარ თვალთა ბრწყინვალებას.