
ამ ინსტრუქციაში თქვენ გაეცნობით ფორთოხლის ჟელეს მომზადების წესებს.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- შაქარი - 150 გრამი
- წყალი - 4 ჩაის ჭიქა
- ფორთოხალი - 3 ცალი
- ლიმონი - ნახევარი
- ჟელატინი - 25 გრამი
საფეხურები
- 1 შაქრით, წყლით და ორი ფორთოხლის დაფხეკილი ქერქით მოადუღეთ სიროფი.
- 2 ჩაასხით გაწურული ჟელატინი.
- 3 ჩააწურეთ სამი ფორთოხლის და ნახევარი ლიმონის წვენი.
- 4 ჩაასხით ფორმაში და გააციეთ.