
ფაფები ძალიან სასარგებლოა კუჭნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად. ამ ინსტრუქციაში აღწერილია, თუ როგორ მოამზადოთ ფაფა გოგრით და ბრინჯით.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- გოგრა - 800 გრამი
- ბრინჯი - 350 გრამი
- კარაქი - 70 გრამი
- რძე - 1 ლიტრი
- შაქარი
- მარილი
საფეხურები
- 1 გოგრის ნაჭრები ნახევრად მოხარშეთ რძეში.
- 2 მარილ წყალში ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი.
- 3 გადაიტანეთ ბრინჯი ქვაბში, რომელშიც გოგრა იხარშება და განაგრძეთ მათი ერთად ხარშვა.
- 4 ჩაამატეთ კარაქი, მარილი, შაქრის ფხვნილი და ასე მიიტანეთ სუფრაზე.