როგორ მოვამზადოთ ხაში (ძროხის) - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ხაში (ძროხის)

 

კარგად გასუფთავბული და თბილ წყალში გარეცხილი ძროხის ფაშვი, ნაწლავები და ჩლიქები დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.

 

ხორცი ჩაყარეთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში. ადუღებისთანავე წვენი გადაღვარეთ და ხელახლა დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ჩლიქები კარგად არ ჩაიხარშება.

 

სუფრაზე მიტანამდე შეაზავეთ მარილით და ნივრით. თუ გინდათ, რომ ხაში თეთრი გამოვიდეს, დაამატეთ ცოტაოდენი რძე.

 

სუფრაზე ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ დანაყილი ნიორი და ღვინის ძმარი.