როგორ შევქმნათ ბლოგი wordpress.com-ზე - rogor.ge

როგორ შევქმნათ ბლოგი wordpress.com-ზე

 

შედით შემდეგ მისამართზე: Wordpress
და სურათზე როგორც არის ნაჩვენები დააჭირეთ "Sign Up" ღილაკს, რომელიც რეგისტრაციის გვერდზე გადაგიყვანთ.

 

შეავსეთ ველები ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ანუ შეიყვანეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი (აუცილებლად შეიყვანეთ მოქმედი მისამართი ვინაიდან ის აქტივაციისთვის არის საჭირო), თქვენთვის სასურველი მომხმარებლის სახელი და პაროლი, აირჩიეთ ბლოგის მისამართი (სწორად შეარჩიეთ, ვინაიდან სწორედ ამ მისამართით შეეძლება თქვენს მომხმარებელს ბლოგზე შემოსვლა), დააჭირეთ ღილაკს "Create Blog".

 

მას შემდეგ რაც შეასრულებთ წინა ორ ნაბიჯს, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ აქტივაციის ბმული. მას შემდეგ რაც გააქტიურებთ თქვენს ანგარიშს, თქვენ შედიხართ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და გადიხართ ავტორიზაციას.

 

გილოცავთ! თქვენ უკვე საკუთარი ბლოგი გაქვთ!